პიკის საათი - 23.09.2022
პიკის საათი - 23.09.2022

1) რემონტის კურიოზები

თუკი თქვენმა ხელოსანმა რემონტის შემდგომ ჭურჭელიც კი დარეცხა და ისე წავიდა, ნამდვილად გაგიმართლათ!

ამბები, რომლებზეც რემონტის დროს სულ არ გვეცინება, მაგრამ…

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

 

2) რა? სად? როდის?ახალი სეზონი

სატელეფონო ჩართვა: ლაშა კილაძე – რას? სად? როდის? მთავარი რედაქტორი.

 

3) ოთხფეხა მეგობრების მოვლა-პატრონობის წესი

თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ალბათ, თქვენთვის კარგად ნაცნობია განცდა, როცა სახლში დაღლილი ბრუნდებით, ის კი სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებთ.

თუმცა, შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მასთან თამაშს არ ნიშნავს. ეს, ერთი მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა და, მეორეს მხრივ, ბევრ ენერგიას, დროსა და ყურადღებას მოითხოვს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ შინაური ცხოველის ყველა პატრონს უწესებს ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნის ვალდებულებას და ადგენს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს.

რესპონდენტი: ნიკა ქობულაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) სეზონის გახსნა გრიბოედოვის თეატრში

23 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრი 177-ე სეზონს პრემიერით გახსნის.

რეზო გაბრიაძის „რა სევდაა ხეივნის ბოლოს“ რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა.

მთავარ როლში ირინა მეღვინეთუხუცესს იხილავთ.

სატელეფონო ჩართვა: ანდრო ენუქიძე – რეჟისორი.

 

5) „რობიკო“ – ალბომის წარდგენა

ეს არის ალბომი ალბომში, სადაც მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, რობერტ სტურუას თბილისში და უცხოეთში დადგმული სპექტაკლების შესახებ, რეჟისორის ნაშრომებს, მისი კოლეგებისა და თანამოაზრეების დამოკიდებულებას თავად რობერტ სტურუასადმი.

სტუმარი: ბელა ჭუმბურიძე – რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე.

 

6) რეზო კლდიაშვილი – 75

„ადამიანმა ცხოვრების ყველა ეტაპზე შენი ცხოვრება უნდა აფერადო – ამბობს რეზო კლდიაშვილი, რომელიც 75-ე შემოდგომას დიდი გამოცდილებითა და სამყაროს ახალი ფერების აღმოჩენის სურვილით ხვდება.

სტუმარი: რეზო კლდიაშვილი – ქიმიკოსი; პროზაიკოსი; დრამატურგი.

 

7) „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“

მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ ქალთა უფლებების დამცველი, ქურთთა უმცირესობის წარმომადგენელი, 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა, რასაც სამ დღეში მისი მოულოდნელად გარდაცვალება მოჰყვა, ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მსოფლიო ირანელ ქალებს ამხნევებს, ირანში რევოლუციის კი სწორედ მათი პროტესტის გზით სწამთ.

ავტორი: ელენე ტუშური.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: