პიკის საათი - 23.06.2023
პიკის საათი - 23.06.2023

1) „გაუგებრობა“ – პრემიერა ერისთავის თეატრში

მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერილი ალბერ კამიუს პიესა, რომელიც აქტუალობას 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს. ნანუკა ხუსკივაძის დადგმა გორის თეატრის სცენაზე.

რესპონდენტები: ნანუკა ხუსკივაძე – სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი,

ლიკა კევლიშვილი, ანა ტყებუჩავა, ელენე დარჩია – მსახიობები.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ხმის რეჟისორების მუსიკალური ექსპერიმენტი

რაფაელ კროჰასი ხმის რეჟისორია, რომელიც წლების წინ საქართველოში ცხოვრობდა და იმდენად შეუყვარდა ეს ქვეყანა, რომ სულ ცდილობდა რაიმე ფორმით გამოეხატა. ეს პროექტი სწორედ ასეთ საშუალებად იქცა.

დავით ხოსიტაშვილისა და რაფაელ კროჰასის მუსიკალური ექსპერიმენტი – ბუნება, მუსიკა, და ადამიანი.

რესპონდენტი: დავით ხოსიტაშვილი – მუსიკოსი; ხმის რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) პერსონაჟი – ქვრივი

„ოთარაანთ ქვრივი“, „თავსაფრიანი დედაკაცი“ თუ ინდურ ლიტერატურაში ასახული ქვრივების გათხოვების ტრადიცია – 23 ივნისს ქვრივების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) კვინტეტი „ურმული“ 30 წლისაა

30 წელი ეროვნული მუსიკის სამსახურში!

30 წელი მუდმივად განახლებული რეპერტუარით, მაგრამ საკუთარი ხელწერით!

30 წელი მსმენელის სიყვარულით სამშობლოში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში!

1993 წელს უშუქობის, უწყლობის, უსახსრობის პირობებში თანამოაზრეების მიერ შექმნილი კვინტეტი „ურმული“ მეოთხე ათწლეულს ახალი შემართებით იწყებს.

სტუმრები: ნუგზარ (დავით) ქავთარაძე, თამაზ მამალაძე, დავით რატიანი, შალვა აბრამიშვილი და გელა ტაბაშიძე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: