პიკის საათი - 23.02.2024
პიკის საათი - 23.02.2024

1) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი დაიწყო!

„მიწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ – „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ 2024 წლის საკონკურსო თემაა.

„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით მაღალმთიანი რეგიონების ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყობა.

მალე „საქართველოს ფოსტა“ საკოლექციო საარქივო მარკებს შესაძენად გამოიტანს.

სტუმარი: მაგდა სანიკიძე – „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

2) „ზამთრის ჯაზი“

ჯაზ-ფესტივალებს კიდევ ერთი სეზონი ემატება. 24-25 თებერვალს, გუდაურში, ფესტივალი Winter Jazz 2024 გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს.

რესპონდენტი: მიხეილ გიორგაძე – „ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებელი.

 

3) „კადრში გაჩერებული წამი“

დავით ოქროპილაშვილი მოყვარული ფოტოგრაფია, რომელსაც საზოგადობა ფსევდონიმით „დანტესი“ იცნობს და რომლის ფოტოობიექტივშიც არაერთი საინტერესო კადრი მოხვდა.

ფოტოგრაფი სოციალური ქსელისა თუ სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ხშირად გვაცნობს ჩვენთვის უცნობ, გამორჩეულ და საინტერესო ადამიანებს.

რესპონდენტი: დავით ოქროპილაშვილი – ფოტოგრაფი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) „კალეიდოსკოპი“ – ქართველი ხელოვანის პერსონალური გამოფენა ვენაში

„სიმბოლურია სათაური, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე ნამუშევარი, რომლებიც მოიცავს როგორც დიდ და პატარა ფერწერულ ტილოებს, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს.

სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები შესრულების ტექნიკით, ფერთა გამით და თემატური დატვირთვით განსხვავდება და თითქოს კალეიდოსკოპურ გარემოს ქმნის ერთ სივრცეში, ერთად განლაგებული, ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მაინც მსგავსი ნამუშევარი“.

რესპონდენტი: ლიზი ბუდაღაშვილი – მხატვარი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: