პიკის საათი - 23.02.2023
პიკის საათი - 23.02.2023

1) „გილერმო დელ ტოროს პინოქიო“

23 თებერვალს დისნეის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ანიმაციის „პინოქიოს“ გამოსვლის თარიღს აღნიშნავენ.

იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“ არაერთხელ გამხდარა შემოქმედების შთაგონების წყარო, მათ შორისაა მექსიკელ-ამერიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო, რომელმაც 2022 წელს მაყურებელს თოჯინური ანიმაცია შესთავაზა, რომელმაც მართალია არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, მაგრამ რეჟისორის ხედვა ნამდვილად ორიგინალურია.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ჭკვიანი სახლი შშმ პირებისთვის

შშმ პირების დამოუკიდებლობა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და აქტუალური საკითხია.

ქვეყანაში შშმ პირების სოციალიზაციის კუთხით სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიუხედავად, საზოგადოებაში და შრომით სფეროში სრულფასოვნად ინტეგრირებისთვის აუცილებელი პირობები დღემდე მაინც გადაუჭრელია.

ცოტა ხნის წინ კი 202-ე საჯარო სკოლის მე- 11 კლასის მოსწვალემ მიშო სიხარულიძემ თავის თანაკლასელებთან ერთად ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. გუნდის ჩანაფიქრი იყო ისეთი „ჭკვიანი სახლის“ შექმნა, რომელიც აუდიო ასისტენტის დახმარებით შშმ პირებისთვის ყოველდღიურობას გაამარტივებდა.

თავად მიშო უსინათლოა და კარგად იცის რა საჭირობები აქვთ შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირებს. ამიტომ შეეცადა ჩანაფიქრის დროს შშმ პირების ცხოვრების გამარტივებაზე გაემახვილებინა ყურადღება.

რესპონდენტები: მიშო სიხარულიძე – 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლე,

ანა სიხაშვილი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,

სტანისლავ ციბურსკი – კამილიელთა სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ინდოელი დარპანი, იგივე დარისპანი ორი უძველესი კულტურის გზაგასაყარზე

„სადაც უნდა ვიყო, მარტო არ ვარ. ჩემს უკან მილიარდ ოთხასი მილიონი ადამიანი დგას,  რომლის დესპანიც გახლავართ დანარჩენ მსოფლიოში“, – დარპან (დარისპან) პრაშერი.

სტუმარი:  დარპან (დარისპან) პრაშერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) გოგი გეგეჭკორი – 100

„პირველ რიგში, რაც ჩვენს ურთიერთობაში მახსენდება, ჩვენი სეირნობაა მზიურში. სახლში კი როლებს ვცვლიდით. ხან თავად მაბარებდა მონოლოგებს, ხან კი მე მავარჯიშებდა ენის გასატეხებით. არც ბებია და არც ბაბუა შინ სამსახურზე არასოდეს საუბრობდნენ“, – ანა მირინანაშვილი.

2023 წელს გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 და მათი ქორწინებიდან 70 წელი შესრულდა.

ოჯახში მიგნებული ნათლობის მოწმობის მიხევით ირკვევა, რომ ქართველი მსახიობი გოგი გეგეჭკორი დაბადებულია 21 თებერვალს და არა 23 თებერვალს, როგორც ეს დღემდე იყო აღიარებული.

სტუმარი: ანა მირიანაშვილი – თეატრმცოდნე; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; გოგი გეგეჭკორის შვილიშვილი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „ფოლადის მაგნოლიები“ – აფრიკელი რკინის ლედი

„თუ თქვენი ოცნებები არ გაშინებთ, ესე იგი, ისინი არასაკმარისად დიდია…“, – ამბობს ელენ ჯონსონ სერლიფი, პირველი აფრიკელი ქალი, რომელმაც ქვეყნის პირველი პირის სტატუსი დემოკრატიული არჩევნების გზით მოიპოვა და რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია „ქალების უსაფრთხოებისთვის და მათი უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისთვის“ მიიღო.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: