პიკის საათი - 30.12.2022
პიკის საათი - 30.12.2022

1) ნიკა ლობილაძის რადიო

„რადიოდან მიმაქვს ის უშრეტი კეთილგანწყობა, რომელსაც წლების განმავლობაში ვიღებდი, რის გამოც მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც გვხვდებოდა და ხელს გვიწყობდა გვეკეთებინა ჩვენი საქმე ისე, როგორც ვაკეთებდით. ბევრი მივიღე და მგონია, რომ ცოტა მეც შევძინე ამ გადაცემას“, – ნიკა ლობილაძე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

2) ელისი ჯადოსნურ ყუთში

წინასაახალწლოდ, ტელევიზიის დაბადების დღეზე ლუის კეროლის საკულტო პერსონაჟი ელისი იმ კურდღელს აედევნა, რომელმაც იგი საოცრებათა ქვეყნიდან „ჯადოსნურ ყუთში“ გადმოაპარა.

ზღაპრის გმირი კოსტავას 68-ის ლაბირინთში ზღაპრისთვის საინტერესო ადგილებს სტუმრობს.

რესპონდენტები: გოგა ჩართოლანი – საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი,

ავთო ჩხაიძე – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ტელევიზიისა და რადიოს საახალწლო გადაცები სხვადასხვა წლებში

– 1956 წლის პირველი სატელევიზიო ეთერის სამზადისი;

– 1998 და 2002 წლის საახალწლო სუფრები ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერში;

– 1963 წელი – თამადის დალოცვა.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) ჩიტი კამერის მიღმა

ბარტყობიდან რადიოსა და კინოზე შეყვარებული ჩიტი, რომელმაც საახალწლო გზავნილისთვის ფრაზები ქართული ფილმებიდან ამოკენკა.

ჩანაწერში გამოყენებულია ნაწყვეტები მხატვრული ფილმებიდან: „ნატვრის ხე“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „მონანიება“, „ნერგები“, „დათა თუთაშხია“, „ფესვები“, „წუთისოფელი“ და „კუკარაჩა“.

ავტორი: სოფო გოდუაძე

 

5) 2022 წლის სპორტული მონაგარი

– 1283 გოლი კარიერის მანძილზე – სამყარომ ფეხბურთის მეფე დაკარგა;

– ხვიჩა კვარაცხელია – ქართველი ფეხბურთელის წარმატების გზა;

– 2023 წლის სპორტული დღესასწაულების მოლოდინი.

ავტორი: ელენე ბილიხოძე

 

 

6) ინტერვიუ მომავალთან

ახალი წელი ყველასთვის სასიამოვნო და საყვარელი დღესასწაულია. განსაკუთრებული სიხარულით მას ბავშვები ხვდებიან. „პიკის საათი“ ნიჭიერ და გამორჩეულ პატარა სტუმრებს მასპინძლობდა.

რესპონდენტები: ელისაბედ დიასამიძე – გრემი, სანდრო მურთაზაშვილი – მე-6 საავტორო სკოლის მოსწვალეები,

ლადო სიხარულიძე – დრამერი; 103-ე საჯარო სკოლის მოსწვალე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: