პიკის საათი - 23.01.2023
პიკის საათი - 23.01.2023

1) ხელით წერის სამედიცინო და მორალური ასპექტები

თუ დღეში ათ წუთს ხელით წერას დაუთმობთ, აღმოაჩენთ, რომ ყველა უარყოფითი ემოცია დაგტოვებთ და თქვენი შინაგანი სამყარო სიმშვიდის ენაზე ამეტყველდება.

სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ხელით წერა არა მხოლოდ თქვენი პირადი თერაპიაა, მისი დახმარებით მეხსიერებასა თუ მართლწერას გაიუმჯობესებთ.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) გონებისა და სხეულის საკვები

საკვების გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, მისი ენერგეტიკული მნიშვნელობა ფიზიკური და მენტალური სხეულის გაჯანსაღებისთვის.

რესპონდენტი: მიხეილ შანი – ხალხური და ეზოთერული მედიცინის მკვლევარი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) მეინსტირმული მუსიკა ანდერგრაუნდის საპირწონედ!

როგორ ქმნიან და განსაზღვრავენ არამეინსტრიმული და კომერციულად წარუმატებელი მუსიკის ავტორები მომავალ წარმატებულ ჟანრებს და შემსრულებლებს?

რას ნიშნავდა მუსიკალური ექსპერიმენტები გუშინ და ვის აქვს  ამის ფუფუნება დღეს?

სტუმარი: გია ხადური.

ავტორი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა აკადემიური საფუძველი

პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – მიმართულებები, რომლებსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აერთიანებს.
ფაკულტეტი, რომელიც აკადემიური კულტურის ერთგულების პარალელურად მუდმივი განახლების პრინციპით ხელმძღვანელობს.

სტუმარი: სალომე დუნდუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) „სათბური“

მუსკალური სპექტაკლი „სათბური“ 5 ქალი არტისტის: მსახიობების, მუსიკოსის, მოდის დიზაინერისა და ვიდეოარტისტის მიერ, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შექმნილი, მულტიმედიური ნამუშევარია.

სამი თვის განმავლობაში ჯგუფის წევრები ხვდებოდნენ დიასახლის ქალებს და იკვლევდნენ მათ როლს ოჯახში და საზოგადოებაში. მოპოვებული ინტერვიუებისა და სხვა ტიპის დოკუმენტური მასალების გამოყენებით კი სპექტაკლი დადგეს და ფართო საზოგადეობასაც წარუდგინეს.

თუმცა, მათ ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა სპექტაკლის ხილვა, ღია სივრცე 28 იანვარსაც გეპატიჟებათ.

რესპონდენტები: თამარა ჩულაშვილი, მაშო მაყაშვილი – მსახიობები;  გვანცა ენუქიძე – მუსიკოსი, მსახიობი; ანა გურგენიძე – „ღია სივრცის“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: