პიკის საათი – 22.05.2025

10:31, 22.05.2025
-0:00

1) „ზურაბ კიკნაძე – საიუბილეო კრებული“

კრებული ეძღვნება მეცნიერისა და მოაზროვნის, ფილოლოგიის დოქტორისა და ფოლკლორისტიკის პროფესორის, პოლიგლოტის, სემიტოლოგისა და ასირიოლოგის, მთარგმნელის, ბიბლეისტის, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის, ზურაბ კიკნაძის (1933-2022) დაბადების 91 და გარდაცვალების 2 წლისთავს.

აქ პირველად ქვეყნდება რამდენიმე პირადი წერილი და ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან. აქვე წარმოდგენილია გამოკვლევები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა სფეროზე, ასევე მემუარები და პოეზიაც.

გამოცემა განკუთვნილია როგორც აკადემიური წრეებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის.

სტუმრები: ნუგზარ პაპუაშვილი – კრებულის შემდგენელი და რედაქტორი.

 

2) „საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ვულოცავ საქართველოს რადიოს ყველა თანამშრომელს და, ზოგადად, ყველა ქართველ ჟურნალისტს, რადგან სწორედ ამ რადიოში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქართული მედიისა და ჟურნალისტიკის ეპოქალური სკოლა“, – სალომე ხმიადაშვილი.

2023 წლის 23 მაისს საქართველოს რადიო 100 წლის ხდება!

საქართველოს რადიო – ისმის 1925 წლიდან!

რესპონდენტი: სალომე ხმიადაშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი