პიკის საათი - 22.05.2024
პიკის საათი - 22.05.2024

„როშკიონნი“ – ციცი გურიელის ნოველების კრებული

„როშკა გახლავთ პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც სხვა დანარჩენ სოფლებთან ერთად ფაქტიურად დაცლილია. ორი-სამი ადამიანი ცხოვრობს, ამ ნოველების შექმნის მიზანი კი ისაა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი მთაში დაბრუნებისა“.

სტუმარი: ციცი გურიელი – მწერალი.

 

ლადო ათანელისა და ლინა წიკლაურის კონცერტი თბილისის ოპერაში

კონცერტის რეპერტუარს წარადგენენ ქართველი ბარიტონი ლადო ათანელი და ლადო ათანელის ვოკალისტთა V კონკურსის ფინალისტი ლინა წიკლაური.

დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

სცენაზე განთავსებულია საქართველოს დამსახურებული მხატვრის შალვა ჩიქოვანის ესკიზები.

რესპონდენტი: მანანა ჩიქოვანი – მუსიკოსი; კონცერტის დამდგმელი.

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ეკა ტალახაძე.

 

აღაზა მთისშვილის პოეტური კრებული – „აღაზა“

მთის და ფოლკლორული თემატიკის, მთისვე დიალექტით დაწერილი ლექსები, ამავდროულად თანამედროვე ურბანული და მარინისტული მოტივები.

რესპონდენტი: შორენა დოლიძე – პოეტი.

 

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

წელს დღის წესრიგის მთავარი თემაა – „იყავი გეგმის ნაწილი.“

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას და გთავაზობთ ლექციას „ბიომრავალფეროვნება და ადამიანი“, ასევე უფასო შემეცნებით ტურს.

რესპონდენტი: გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიური განათლების სამსახურის უფროსი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: