პიკის საათი - 22.05.2023
პიკის საათი - 22.05.2023

1) „ჩემი ცხოვრების ფილმები“

„ქართველ მკითხველს, კინომოყვარულსა და კინოს პროფესიონალს ასე მივმართავდი: ამ წიგნის კითხვისას არ უნდა ვიფიქროთ, რომ რამე შეიცვალა ჟან ვიგოს ეპოქიდან ალენ რენემდე, ან ალენ რენედან – დღემდე. კინო ძალიან რთული ხელოვნებაა, მის შექმნას სჭირდება ბევრი ადამიანის ერთობა და ფილმის ერთგულება.

ერთგულება – როგორც კინოს, ხელოვნებისა და საერთოდ ცხოვრების განმსაზღვრელი“, – ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

ფრანგი რეჟისორისა და კინოკრიტიკოსის, ფრანსუა ტრიუფოს წიგნის „ჩემი ცხოვრების ფილმები“ ქართული თარგმანი წიგნის ფესტივალზე იხილავს მზის სინათლეს.

რესპონდენტი: შორენა შავერდაშვილი – გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ გამომცემელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „მოქმედების პოტენციალი“

რა კავშირშია ერთმანეთთან პოეზია და ჯანმრთელობა?

რით შეიძლება ჰგავდეს შემოქმედებითი იმპულსი სიცოცხლის ფიზიოლოგიურ საფუძველს?

რა პოტენციალი რჩება მოქმედებისთვის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოცემულობებით  შემოსაზღვრულ  ადამიანს?

ლექსი, როგორც თვითგამოხატვისა და თავისუფლების აქტი.

რესპონდენტები: თამარ ჟღენტი, ანა ჯავახიშვილი, ლელა კურტანიძე – პოეტები.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – 2023

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე გიწვევთ. საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, მე-6 და მე-5 პავილიონებში კი თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა.  წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.

სტუმარი: თინათინ ბერიაშვილი – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი; მაგდა ნოვაკოვსკა – პოლონელი ქართველოლოგი და მთარგმნელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ლევან აბაშიძე – 60

ბიჭი, რომელიც თავს პირველივე შეხვედრიდან გამახსოვრებდა.

ბიჭი, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

ბიჭი, რომელსაც თავისი საქმე ძლიერ უყვარდა.

ბიჭი, რომლისთვისაც საქართველო ყველაფერზე წინ იდგა.

ბიჭი, რომელიც ჭაბუკი დარჩა მარად…

სტუმარი: გაგა ნახუცრიშვილი – პოეტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: