პიკის საათი - 22.04.2024
პიკის საათი - 22.04.2024

1) რადიოგიდი ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს ესტუმრა

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღრისა და საკრავების მუზემში სამი სივრცეა განთავსებული, ქართული, აღმოსავლური და ევროპული. მუზეუმში მოგზაურობა კი მესამე დარბაზით სრულდება.

პორტატული ორღანი, როიალი, კალიოპე, არღანი, ორკესტრიონი… წლების წინ არკადი რევაზიშვილის ნაგროვები საკრავები დღეს მუზეუმშია განთავსებული და დამთვალიერებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

რესპონდენტი: სოფო კოტრიკაძე – ეთნომუსიკოლოგი; ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) კლიმატის ცვლილების ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორები

სტუმრები: მაია თოდუა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

არჩილ მაღალაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

3) „მე ვალაგებ საქართველოს“

„პროექტი 2023 წელს დაიწყო და სამ ეტაპად გაიმართა. მეოთხე ეტაპი გაიმართება მაისში, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა და გურია ჩაერთვება.

დასკვნითი მეხუთე ეტაპი კი 5 ივნისს გაიმართება, სადაც საქართველოს ყველა მუნიცპალიტეტიდან ჩაერთვებიან სკოლები, ბავშვებთან და მასწავლებლებთან ერთად შევქმნით ერთიან დალაგების დღეს.“

რესპონდენტი: ნიკოლოზ შურღაია – „სადაგის“ (საქართველოს დამლაგებელთა გილდიის) თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.

 

4) სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“

23 აპრილს, 19 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, რიგით მე-4 სტუდენტური კინოდაჯილდოება გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტების, ახალგაზრდა კინოხელოვანების ნამუშევრების ფართო მაყურებლისთვის გაცნობას.

სტუმრები: ოთარ ლითანიშვილი – პროექტის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი;

თათია უთალიშვილი – კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტი; საღამოს წამყვანი;

გვანცა ტატიშვილი – საღამოს რეჟისორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: