პიკის საათი - 20.05.2024
პიკის საათი - 20.05.2024

1) შედეგი სახელად ელიზა დულიტლი

20 მაისს მსოფლიო ელიზა დულიტლის დღეს აღნიშნავს.

„ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი საჭირო არ არის. ის ღრუბელივითაა. ყველაფერს ისრუტავს. დამღუპველია, როდესაც ოჯახში დიდხანს გრძელდება ენის მოჩლექით საუბარი“

რამდენად მნიშვნელოვანია გამართული მეტყველება?

ცვლის თუ არა ადამიანს მეტყველების მანერა?

განაწყობს თუ მეტყველების კულტურა საზოგადოებას პერსონისადმი?

„მეტყველების დახვეწა ყოველთვის შესაძლებელია, ჩემთან პროფესიაში შემდგარი, 50 წლის ქალბატონიც კი მოსულა საჯარო გამოსვლისთვის საჭირო მეტყველების დასახვეწად“

სტუმარი: ასმათ ქურციკიძე – ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების მხატვრული კითხვისა და მეტყველების პედაგოგი, მსახიობი.

 

2) ქართული მეფუტკრეობა

„უძველესი ქართული თაფლი, რომელიც საუკუნეებს ითვლის, აღმოჩენილია საქართველოში. დღესაც ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ კავკასიური რუხი ფუტკარი“.

„ჩვენი თაფლი გამორჩეულია აზიური თაფლისაგან, ჩვენი კლიმატური ზონა განაპირობებს იმას, რომ თაფლი უფრო ბევრი ვიტამინითა და კეთილი თვისებითაა დახუნძლული, შესაბამისად უფრო მეტი ევროპელი თუ ამერიკელი ადამიანია დაინტერესებული ქართული თაფლის შეძენით“.

სტუმარი: გოგა გოგაშვილი – საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების პრეზიდენტის მოადგილე.

 

3) საქართველოს მეფუტკრეები ფუტკრის მსოფლიო დღეს მუხურში აღნიშნავენ

„დღეს მუხურის მეფუტკრეობის ბაზა ღია იქნება მეფუტკრეებისათვის და სხვა ვიზიტორებისთვის. აქ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეფუტკრეების მიერ წარმოებული მუხურის თაფლი, რომელიც გამორჩეულია თავისი გემოვნური თვისებებით. „მუხურის თაფლი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, „საქპატენტმა“ რამდენიმე წლის წინ დააპატენტა.“

რესპონდენტი: ალეკო პაპავა – საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების პრეზიდენტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: