პიკის საათი - 20.04.2023
პიკის საათი - 20.04.2023

1) ღივები ჯანმრთელობის სამსახურში

არასახარბიელო ეკოლოგიური პირობებიდან გამომდინარე გაღივებული მარცვალი ყველა იმ ადამიანისთვისაა საინტერესო, რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება სურს და არა მხოლოდ, მსოფლიოს მასშტაბით უკვე ბევრი კვლევა ტარდება ამ თემის ირგვლივ.

ღივები მხოლოდ ორგანული თესლიდან მზადდება, მათი დამზადების ტექნოლოგია კი არ მოიცავს დანამატსა ან დამხმარე საშუალებას. შესაბამისად, ის ორგანული (ბიო) პროდუქტია. სხვადასხვა მცენარის ღივი, გარდა ვიტამინების დიდი რაოდენობისა, სხვადასხვა მახასიათებლითაც გამოირჩევა. თუმცა, გარკვეული სიფრთხილე ასეთ უვნებელ პროდუქტთანაც გვმართებს.

რესპონდენტი: რუსუდან კვარაცხელია – ბიოტექნოლოგი და ეკონომიკის დოქტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „პარკი არ მინდას“ ფარეხი ჩუღურეთში

„პარკი არ მინდა“ ნარჩენების გადასამუშავებლად საჭირო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მესამე შემგროვებელ პუნქტს ჩუღურეთში ხსნის.

„პარკი არ მინდა“ ორი მეგობრის ინიციატივით წამოწყებული არაკომერციული პროექტია, რომელიც გარემოზე მზრუნველი საზოგადოების მხარდაჭერით იზრდება და იხვეწება. ეს არის პროექტი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ეკოლოგიური გარემო და მათთვის, ვისაც  არასათანადო ცოდნა აქვს ნარჩენების მართვასა და გადამუშავებაზე.

რესპონდენტი: მართა გულაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის „პარკი არ მინდა“ პროექტების მენეჯერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) გრეის ჰოპერის ჯილდო

მესამე წელია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერების მიზნით, ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა: მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

ჯილდოზე რეგისტრაცია 31 მარტიდან დაიწყო და 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სტუმარი: ნათია კაპანაძე – ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ფრანგული მუსიკის საღამო / Soirée Chanson Française

– ფიზიკოსებისა და კლასიკოსი მომღერლების ოჯახში გაზრდილი შემოქმედი.

– გზა რომანსებიდან ევროპულ მუსიკამდე.

– Grig Band-ის ფრანგული შანსონის საღამო თბილისში.

სტუმარი: ანა გრიგი (გრიგალაშვილი) – ვოკალი, ანტონ არზიანი – გიტარა და ვლად სოლოვიოვი – აკორდეონი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ლია ბურჭულაძე

თაობათა აღმზრდელი და გამაერთიანებელი. პროგრესული რედაქტორი, „მოამბის“ პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ტელევიზიას 45 წელი მიუძღვნა.

ლია ბურჭულაძეს კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.

რესპონდენტები: გრიგოლ ჩიგოგიძე – „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი, თბილისის საპატიო მოქალაქე,

ნატო ონიანი – ჟურნალისტი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: