პიკის საათი – 19.12.2024
1) მედიის სტანდარტი განსხვავებულ რეალობაში
„მომხმარებელს გაუჩნდა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მედიასაშუალება. შესაბამისად, მედიისადმი დამოკიდებულება სეგმენტური გახდა. უფრო მეტიც, მედიაც თავად ირჩევს კონკრეტულ მომხმარებელს და ცდილობს, შესთავაზოს ის და ისე, როგორც მას სჭირდება. ტრადიციული მედია ცდილობს, შეინარჩუნოს სტანდარტები, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს. რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ ვიცავთ სტანდარტებს, ამას მოხმარება აღარ აქვს. საზოგადოებისთვის ბალანსიც კი მიუღებელი გახდა“, – გოგა ჩართოლანი.
სტუმარი: გოგა ჩართოლანი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის პროფესორი.
ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი მარიამ ჩოჩია.
2) როგორ ვიქცევით ტრავმულ და სტრესულ გარემოში?
სტუმარი: მაგდა კოტრიკაძე – ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტი.
ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

