პიკის საათი - 19.07.2024
პიკის საათი - 19.07.2024

1) დებიუტი – თინეიჯერების ბენდი Autöcut

„ბრავო რექორდსში“ სინგლი ჩაწერა უნიჭიერესი თინეიჯერი მეგობრებისგან შემდგარმა ბენდმა Autöcut (მათი საშუალო ასაკი 13-14 წელია), რომელიც მუსიკას Thrash Metal-ის სტილში ქმნის. მიუხედავად შედარებით მცირე ასაკისა, ბენდის წევრები არიან უაღრესად მკაფიო და საინტერესო მუსიკალური ხედვის მქონე, ყველასგან განსხვავებული და ექსპრესიული ახალგაზრდები, რომელთაც ვფიქრობ, თავიანთ ჟანრში, დიდი მომავალი ექნებათ ქართულ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე.

გირჩევთ კარგად დაიმახსოვროთ – ბენდი Autöcut და მისი წევრები: ლუკა აფაქიძე, ნიკუშა გურუშიძე, ნიკა ჯინჭარაძე და გიორგი ფიცხელაური“, – ზაზა შენგელია.

სტუმრები: ლუკა აფაქიძე და დავით ხოსიტაშვილი.

 

2) ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული მრავალფეროვნება

ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა, ლანდშაფტი, არქიტექტურული თუ საინჟინრო ნაგებობები, განსხვავებული ტიპოლოგიის ეკლესიები, მონასტრები და მათი დღევანდელი მდგომარეობა ნინო ბაგრატიონის კვლევის საფუძველზე.

სტუმარი: ნინო ბაგრატიონი – არქიტექტორი.

 

3) „ვაიმე, როგორ გვიყვარს!“

„არასოდეს ვამზადებდი ნიადაგს, მაგრამ პროფესიაში სულ ვრჩებოდი სხვა ღრუბელზე შემომჯდარი.

სულიერ გამოფიტვაშიც რაღაცა ვისწავლე. ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა. ჩემთვის ამ შენობასთან დაშორება ისეთი სევდიანია… მადლობელი ვარ, რომ ერთგვარად დამშვიდობების შესაძლებლობა მომეცა“.

სტუმარი: მანანა სურმავა – მსახიობი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

4) „უფლისციხიდან გიმზერ სამშობლოვ“

„უფლისციხიდან გიმზერ სამშობლოვ“ – ასე ჰქვია ლექსების კრებულს, რომელზეც პოეტი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელიც პატრიოტიზმზე, სარწმუნოებაზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე მოგვითხრობს.

ლილი გოგებაშვილის ლექსები 1968 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა, ახლა კი მისი შემოქმედება რვა კრებულს აერთიანებს.

რესპონდენტი: ლილი გოგოებაშვილი – პოეტი; საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიო ფონდის განყოფილების არქივარიუსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: