პიკის საათი - 19.05.2023
პიკის საათი - 19.05.2023

1) ნანი ჩიქვინიძის ვარსკვლავი იხსნება

სახალხო არტისტი, რომელმაც მაყურებლის გული ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში მოიგო.

კინოში დაწყებული პროფესიული გზის თეატრალური გაგრძელება და უამრავი დასამახსოვრებელი სასცენო სახე.

რესპონდენტი: ნანი ჩიქვინიძე – მსახიობი, სახალხო არტისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ჩხოროწყუს ექსპერიმენტული უფასო სასკოლო კვება

ჩხოროწყუს აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მელორ ცქვიტაიამ კოლეგებთან ერთად, მშობლებისა და მოსწავლეების დახმარებით ერთი კვირის განმავლობაში ოცდაოთხი პირველკლასელის უფასოდ გამოკვება შეძლო. აღსანიშნავია რომ მშობლებისა და იმ კლუბური გაერთიანებების დახმარებით, რომლებიც ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ, სასკოლო კვება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ბოსტნეულით, ხილით, ლაღი ურთიერთობებითა და ხალისით სავსე ერთი კვირა.

რესპონდენტი: მელორ ცქვიტაია – აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“

ფესტივალი კომპოზიტორ დავით თორაძისა და პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის შემოქმედების შთაგონებით შეიქმნა. ფესტივალის მიზანია, კონცერტებისა და მასტერკლასების საშუალებით, ახალგაზრდა მუსიკოსების ნიჭის გამოვლენა და მხარდაჭერა.

ფესტივალზე წარსდგებიან, როგორც კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები, ასევე მომავალი თაობის მუსიკოსები.

სტუმარი: ედიშერ სავიცკი – თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „ელისაბედ ორბელიანი“ – დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში

დოკუმენტური ფილმი ქალზე, რომელიც გვერდით ედგა ტფილისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, ერთ-ერთი პირველი ლექტორი, რომელიც ფრანგული და ინგლისური ენების კურსს უკითხავდა ქართველ სტუდენტებს, პოეტი, „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ ენაზე მთარგმნელი, ქართული მეცნიერებისა და კულტურის მხარდამჭერი.

სტუმარი: ბესიკ გაფრინდაშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: