პიკის საათი - 19.02.2024
პიკის საათი - 19.02.2024

1) რადიოგიდი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ მუზეუმში

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია, ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ეკიპირება და ინვენტარი, ოლიმპიური მარკები, სამკერდე ნიშნები და სხვა ექსპონატები.

მუზეუმში რეგულარულად ეწყობა თემატური შეხვედრები ახალგაზრდებთან, რომლის მთავარი მასპინძლები არიან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და სხვა წარმატებული სპორტსმენები.

რესპონდენტი: ელგუჯა ბერიშვილი – საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ამერიკის პრეზიდენტის სახე ჰოლივუდში

„ვფიქრობ რჟისორებისთვის ყველაზე საინტერესო იქნებოდა ბილ კლინტონის პერსონა, რადგან ის ძალიან „ტელევიზიური“ პიროვნება იყო.“

„2000-იან წლებში ამერიკულ ფილმებსა და სერიალებში, გამოგონილი პერსონაჟის სახით, ხშირად გვხვდება ქალი პრეზიდენტი, რომელსაც ქერა თმა აქვს და ლურჯი პიჯაკი აცვია, ცდილობდნენ რომ ჰილარი კლინტონის სახე შემოეყვანათ ოფისში“.

„დონალდ ტრამპის ხასიათი იდეალურია კომიკური პრსონაჟის შესაქმნელად“.

სტუმარი: ირაკლი გობრონიძე – მედიაანალიზისა და კომუნიკაციების მაგისტრი, ამერიკისმცოდნე.

 

3) „მარო“ – სალომე ბენიძის წიგნის წარდგენა მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეს

2022 წლის 5 აგვისტოს სპეციალურად დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალისათვის დაწერილი ლიბრეტო, რომლითაც ევროპამ მარო მაყაშვილი გაიცნო, ახლა უკვე წიგნად გამოიცა.

„მარო მაყაშვილი ჩემთვის ყოველთვის იყო საქართველოს სიმბოლო. პატარა გმირი გოგო, პატარა გმირი ქვეყნიდან, რომელმაც თითქოსდა მოკლე ბიოგრაფიაში დაიტია თავისი სამშობლოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, მისი ხანმოკლე დამოუკიდებლობის სევდა და ქართველი ხალხის გაუნელებელი სწრაფვა და სურვილი – იყოს ევროპის ნაწილი. დაიტია ყველაფერი, რისიც გვჯერა, რისთვისაც ვცოცხლობთ და ვკვდებით“, – სალომე ბენიძე.

სტუმარი: სალომე ბენიძე – მწერალი; მთარგმნელი.

 

4) სოღანლუღთან მოგებული ბრძოლა 

ზუსტად 103 წლის წინ. 1921 წლის 19 თებერვალს თბილისზე პირველი შტურმი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა.

ქართველებმა 58-ე ბრიგადა თითქმის ბოლომდე გაანადგურეს, 1000-დან 1600 ჯარისკაცამდე კი ტყვედ აიყვანეს.

სტუმარი: დიმიტრი სილაქაძე – ისტორიკოსი.

 

5) ოთხი ახალი საბავშვო წიგნი პატარა მკითხველებისთვის  

ცხრა წლის ეთოს არდადეგების ამბავი და ბიჭი გამოგონილ სოფელ სოკოურადან.

ანბანის ოჯახზე გსმენიათ რამე? ტყუილების ქვეყანაზე? – ელფის გამომცემლობის სერიის „მე მიყვარს კითხვა“ 4 ახალი წიგნი.

სტუმარი: მზია მექერიშვილი – მწერალი.

რესპონდენტები: ქეთი კვიტატიანი, ნინო ქადაგიძე – მწერლები.

 

6) „გზაჯვარედინი“ ლევან აკინის ფილმი ბერლინალეზე

საქართველოს, შვედეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და დანიის კომპროდუქციით შექმნილმა ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი“ ბერლინალეს სექცია „პანორამა“ გახსნა. ჩვენებას 900 ადამიანი დაესწრო.

მზია არაბულისა და დებიუტანტ ლუკა კანკავას თანამშრომლობას მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა.

„მზია არაბული ბერლინში განსაკუთრებულად უყვართ! უნდა ნახოთ აქ როგორ ხვდებიან!“, – ნინო აღლაძე.

The Hollywood Reporter-მა ქართველ მსახიობს სტატიაც მიუძღვნა.

რესპონდენტი: ნინო აღლაძე – რეჟისორის ასისტენტი, კასტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: