1) ნათლისღება ეკლესიის წიაღში და ყოფაში
ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს.
ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
როგორ არჩევენ ადამაინები ნათლიებს შვილებისთვის?
რესპონდენტები: გიორგი წეროძე – დეკანოზი, მარიამ ცომაია, ნინო ალფაიძე-მენაბდე – მრავალშვილიანი დედები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) ბავშვობა „ნეპო ბავშვობის“ მიღმა
12 იანვარს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, მომღერალი და კომპოზიტორი ლიზა მარია პრესლი.
„ნეპო ბავშვი“ ასე უწოდებენ ადამიანს, რომელიც მშობლის პროფესიას ირჩევს და აგრძელებს. პოპულარული მშობლების შვილობა „ნეპო ბავშვის“ სტატუსზე ღრმა შეიძლება იყოს და ისეთ დეტალებსაც მოიცავდეს, რომელსაც საზოგადოება წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა.
ავტორი: ელენე ტუშური
3) მაკა ზედელაშვილის პალიტრა
სამი წლიდან ხატავს. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მედიახელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
ამჟამად არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენის ავტორია.
სტუმარი: მაკა ზედელაშვილი – მხატვარი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) „სტადიო დიეგო მარადონაზე“ ამღერებული და ატირებული „მართვე“
– „მართვესა“ და კვარას იტალიელი ქომაგების შელაპარაკება კვარას ბურთისთვის!
– სიმღერით, ფეხბურთითა და სამხრეთული ღირსებით გამარჯვებული ქართველები!
სტუმარი: მიშო ჯავახიშვილი – ანსამბლ „მართვეს“ ხელმძღვანელი; საქართველოს რადიოს წამყვანი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) ბუბა კიკაბიძე – მამა და მეგობარი
არტისტის მთავარი სატკივარი, სიცოცხლის ბოლო დღეები და საყვარელი საქმე, რომელსაც ბოლომდე ემსახურა.
რესპონდენტი: მარინა საღარაძე – მსახიობი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: