1) კლუბური მუსიკის მივიწყებული ვოკალისტები
90-იან წლებში საცეკვაო მოედანზე ამ ქალბატონების ხმის გაჟღერება რევოლუციურადაც კი მიაჩნდათ. კლუბური მუსიკის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლებიც მივიწყებას მიეცა.
ავტორი: ელენე ტუშური
2) ვარდისფერი ოქტომბერი
ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული. კამპანია კი მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.
რესპონდენტები: ანა მაზანიშვილი – „ევროპა დონა“ საქართველოს პრეზიდენტი
მარი ბობოხია, თიკო გიორგიძე, ხათუნა ჭინჭარაშვილი, მეგი თედეევი – ვარდისფერი სივრცის წევრები
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) პერსონალური ასისტენტი
შშმ პირებისთვის ანა გოგუაძის საქმე და გადაწყვეტილება, რომელმაც შექმნა პრეცედენტი და შეცვალა სახელმწიფო პროგრამის შინაარსი, რომელიც აქამდე ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოქალაქეებისთვის დამხმარე ასისტენტის გამოყოფას არ ითვალისწინებდა.
რესპონდენტები: ანა გოგუაძე – ფოტოხელოვანი, ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირი.
ანა არგანაშვილი – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
4) ჰიროტაკე მაედას ახალი თარგმანები
– თამარ მეფე, შოთა რუსთაველი და ფიროსმანი ცნობილი იაპონელი მოქანდაკის, პროფესორ ტაკაში მინამიშიმას გამოფენაზე ტოკიოში.
– სოფო კირთაძის „ზოლემია“ იაპონურ ენაზე.
სატელეფონო ჩართვა ტოკიოდან: ჰიროტაკე მაედა – იაპონელი ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი და ირანისტი.
გალაკტიონ ტაბიძის პირველი იაპონელი მთარგმნელი.
5) „ბევრი პაატა ნაცვლიშვილი“
პაატა ნაცვლიშვილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა კრებული „ბევრი პაატა ნაცვლიშვილი“
„მე რამდენიმე ვარ და შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე რამდენიმე!
ბევრი მადლობა იმ 38 ავტორს, ვინც ამ კრებულშია წარმოდგენილი თავ-თავიანთი კოხტა, დახვეწილი, ინფორმაციითა და ემოციით გაჯერებული ტექსტებით. თითოეული ეს ტექსტი პატივისცემით, სიყვარულითა და თანალმობით არის გამორჩეული, მერე რა, რომ ერთში პაატა ნაცვლიშვილს მაწანწალად მოიხსენიებენ და მეორეში – უკმეხად. მესამეზე არაფერს ვიტყვი, – ვისაც აინტერესებს, თავად ნახავს.“ – პაატა ნაცვლიშვილი
სტუმარი: პაატა ნაცვლიშვილი – პუბლიცისტი; მწერალი
6) „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“
ლიტერატურული კონკურსის – „ვწერ მასწავლებლისთვის“ 2022 წლის გამარჯვებული გერმანიაში მცხოვრები ქართველი ავტორი იუნონა გურული გახდა მოთხრობით „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“
იუნონა 1999 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში შოთა რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ჰანოვერისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში განაგრძო სწავლა.
შესაბამისად არის პოლიტიკური მეცნიერებებისა და უახლესი ისტორიის მაგისტრი. ფლობს ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულად მთარგმნელის სახელმწიფო სერთიფიკატს. ქართველმა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო როგორც პოეტი და პროზაიკოსი.
არის ლიტერატურული პრემია „საბას“ 2016 წლის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“ მოთხრობების კრებულისათვის „დიაგნოზი“
სატელეფონო ჩართვა: იუნონა გურული – პოეტი, პროზაიკოსი
7) რუბრიკა „304-ე აუდიტორია“ – 9 3/4 პლატფორმის პროფესორი რუბეუს ჰაგრიდი
„ჰაგრიდმა გვასწავლა რომ სიყვარულის ზომა განათლების ზომა-წონაზე დიდია“ – ზურა ბალანჩივაძე „როდესაც ეს კაცი ჩნდება, იმედი გეძლევა“ – გაგა გობრონიძე
„როგორც ჰარი იტყოდა, ჰაგრიდის გარეშე ჰოგვორტსი ჰოგვორტსი არ არის“ – ანასტასია ტუშური
ჰარი პოტერის გულშემატკივრები საყვარელი პერსონაჟის, ჰაგრიდის როლის შემსრულებელის, რობი კოლტრეინის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ავტორი: ელენე ტუშური
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: