პიკის საათი - 18.04.2023
პიკის საათი - 18.04.2023

1) მართლმსაჯულების ხატვა – სასამართლო პროცესების ილუსტრირების ხელოვნება

სასამართლო დარბაზში დღეს მათ უკვე „დინოზავრებს“ უწოდებენ, თუმცა მათი შემოქმედების ხილვისას დარწმუნდებით, რომ ამ ფორმით სასამართლო პროცესების ასახვა ბევრად სიღრმისეულ საკითხებზეც კი დაგვაფიქრებს.

ამერიკულ კულტურაში ასე გავრცელებული სასამართლო დარბაზის მხატვრების საქმიანობა – ჟურნალისტურად მოაზროვნე პროფესია, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ელენე ახვლედიანი – სიუჟეტი „პიკის საათის“ არქივიდან

1901 წლის 18 აპრილს, თელავში, დიდი თოვლი მოსულა. გლეხებს უთქვამთ, როდესაც ბუნება გადაირევა, გენიოსი იბადებაო. იმ დღეს ელენე ახვლედიანი დაიბადა. ქალბატონი, რომელიც თავისი არაორდინალური ხასიათით გამოირჩეოდა შემოქმედებაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

– კახური პირდაპირობა, თოვლიანი, მაგრამ თბილი პეიზაჟები და ნახატებში შემორჩენილი, უკვე დანგრეული თბილისური სახლები…

– 10 წლის რობიკო სტურუა ქალაქის თავის როლში ელენე ახვლედიანის მიერ დადგმულ გოგოლის „რევიზორში“;

– მხატვრის სახელოსნოში დაბინავებული მუზეუმი და მუზეუმში დაბინავებული უჩვეულო ამბები;

– ქედანი, რომელიც ყოველ 18 აპრილს ელენე ახვლედიანის სახლის აივანს სტუმრობს! სიუჟეტი მომზადებულია 2006 წელს.

რესპონდენტი: თამილა თევდორაძე – ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი.

ავტორი: გვანცა მამაცაშვილი

 

3) „ფიქრები მშობლიურ ენაზე“

„დღეს ქართული ენა ინგლისურ ენასთან მიმართებით ვითარდება და თარგმანების გზით ბევრი შეცდომა შემოდის. ლექსიკონის უგულებელყოფა უხეშ შეცდომებს იწვევს“, – თინათინ მარგალიტაძე.

19 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ამავე ღონისძიებაზე წარადგენენ ბროშურას „ფიქრები მშობლიურ ენაზე“

სტუმარი: თინათინ მარგალიტაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით, უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ლონდონის წიგნის ბაზრობა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც მნიშვნელობისა და სიდიდის თვალსაზრისით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ მეორეა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ და მწერალთა სახლმა საქართველოს ეროვნული სტენდი მეცხრედ წარადგინეს.

წელს ღონისძიებაში ხუთი ქართული გამომცემლობა და ერთი ქართველი ავტორი ივა ფეზუაშვილი მონაწილეობენ.

სატელეფონო ჩართვა: გვანცა ჯობავა – გამომცმელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო პროექტების მენეჯერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „წამისყოფა“

რა არის მედიცინა – ფილოსოფია, თუ მეცნიერება?

არის თუ არა ლექსი და პიესა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება?

ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხების ძიებისას თამარ ჟღენტის ცხოვრებამ სასიამოვნოდ იცვალა ფერი, ერთმა კონკრეტულმა ავტორმა კი იგი იღბლიანობაში დაარწმუნა.

18 აპრილს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში თამარ ჟღენტის სადებიუტო წიგნის წარდგენა გაიმართება.

სტუმარი: თამარ ჟღენტი – პოეტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: