პიკის საათი - 18.01.2023
პიკის საათი - 18.01.2023

1) ერთი რეჟისორის ორი ახალი ფილმი

– პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის ცხოვრება და მოღვაწეობა პირველი არხის დოკუმენტური მიმართულების ფოკუსში;

– „ადგილის დედები“ – ასპინძის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფლისა და საროს დედათა მონასტრის უნიკალური ამბავი.

შაბათს, 21 იანვარს, 20:00 საათიდან პირველი არხის ეთერში.

რესპონდენტი: ბესიკ გაფრინდაშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) მანანა დოიჯაშვილის ხსოვნისთვის

„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ქართულ კულტურას და განათლებას ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალებას…

მისი ღვაწლი – მუსიკალურიც, პედაგოგიურიც და საზოგადოებრივიც – უდიდესია; მისი თავდაუზოგავი ბრძოლა სწორედ ხელოვნების და, კერძოდ, მუსიკის საგანმანათლებლო სპეციფიკის აღიარებისა და ჯეროვანი საკანონმდებლო პოზიციონირების საქმეში – გადამწყვეტი იყო მაშინ და დღესაც მთავარი დასაყრდენია კონსერვატორიის წინსვლისა და განვითარების, – როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო კულტურულ და აკადემიურ კონტექსტში. დიდი მადლობა მას ამისთვის… მის ოჯახს, მოწაფეებს, მეგობრებს და კოლეგებს კი – გულითადი თანაგრძნობა ამ მძიმე დანაკლისის გამო“, – რეზო კიკნაძე.

რესპონდენტი: რეზო კიკნაძე – მუსიკოსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) „ვინი პუჰი“ და მისი უცხოელი მეგობრები

18 იანვარს ალან მილნის, ინგლისელი მწერლისა და „ვინი პუჰის ამბების“ ავტორის დაბადების დღეა. ამ დღეს თავად „ვინის დღესაც“ უწოდებენ.

ერთად გავიხსენოთ ვინი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მხიარული დათუნიები – ვინიპეგი, პადინგტონი, ბალუ და…

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) #კოლეგაავთო ჩხაიძე

ადამიანი, რომელსაც ტელევიზიისა და რადიოს ტექნიკური უზრუნველყოფა აბარია, 46 წელი ტელევიზიაში და საქმე, რომელშიც ბადალი არ ჰყავს.

რესპონდენტები: ავთო ჩხაიძე – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,

მერაბ ლომსაძე – სტუდიების სამსახურის უფროსი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

5) „მარტოკინა“ პრემიერა თავისუფალ თეატრში

„მარტოკინა“ – სპექტაკლი ერთ მოქმედებად, ერთგვარი „სთენდაფი“ ბარის მომღერალ ქალზე, რომელსაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვს პირადი ბედნიერების გარდა.

„მარტოკინა“ – იუმორით და სატირით შეზავებული მონოპიესა ცოცხალი მუსიკალური შესრულებით.

სტუმრები: ეკატერინე შარიქაძე, თამარ ლორთქიფანიძე, თამარ ტყემალაძე, სალომე ბაკურაძე, სოფო ახუაშვილი, მარია ელენე ბეჟაშვილი და ანა ბოგვერაძე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: