პიკის საათი - 17.07.2023
პიკის საათი - 17.07.2023

1) მსოფლიო EMOJY- ის (ხატულების) დღეს აღნიშნავს

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღებისა და კადეტების ცხოვრების წესი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ავტორიზებული, პანსიონის ტიპის სასწავლო დაწესებულებაა, რომლის მისიაა ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თავისუფალი პიროვნების აღზრდა.

ლიცეუმში მიღება კი კონკურსის წესით ხდება და მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვაჟები და გოგონები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზო საფეხურს ანუ მე-9 კლასს. რეგისტრაციის შემდეგ კი მათ უნდა ჩააბარონ მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდები. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩასარიცხად შერჩეულმა მოსწავლემ ასევე წარმატებით უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება იმისათვის, რომ მიიღოს კადეტის სტატუსი.

რესპონდენტები: ხატია ეჯიბია – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელი,

თომა გოგიაშვილი, ხატია მალიშავა – კადეტები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ეროვნულ ბიბლიოპთეკაში დაცული პირადი არქივები

„ბიბლიოთეკა დიდი ინფორმაციის მატარებელია. ხშირად ვერ წარმნოუდგენიათ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნების გარდა შეიძლება სხვაც იყოს დაცული რამე“, – ლევან თაქთაქიშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკა დღემდე ეძებს, აგროვებს და ინახავს საოჯახო არქივების ნიმუშებს, რომლებიც, შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ნაგვის ურნაში აღმოჩნდეს.

სტუმარი: ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „დასაწყისის დასასრული“

„დასაწყისის დასასრული“ განსხვავებული წიგნია თავის ისტორიით, ამბებით და სტილით. ზოგმა ეს ექსპერიმენტად აღიქვა და, მით უფრო, სარისკო ექსპერიმენტად აღიქვა. ფაქტია, რომ არც მე მინდოდა სტანდარტული წიგნი გამომსვლოდა“, – ირაკლი არიშვილი.

სტუმარი: ირაკლი არიშვილი – „საბა“ 2023-ის ფინალისტი ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი:ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: