1) ფოლკლორის ცენტრი იოსებ მეგრელიძის არქივზე მუშაობას იწყებს
არქივი მოიცავს გურიის მხარის ეთნოგრაფიულ მასალებს, ჩანაწერებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, გადმოცემებს, სიმღერის ტექსტებს, ძეგლთა აღწერილობებს, ტოპონომიკურ მასალებს, რომელიც მეცნიერმა 1920-1930 წლებში შეაგროვა.
არქივი აერთიანებს 1935-37 წლებში ვლადიმერ ბერძენიშვილის გუნდის ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერილი იყო მოსკოვსა და ლენინგრადში (პეტერბურგში), აქვე ვხვდებით ასევე მოსკოვში გამართული ქართული ხელოვნების დეკადის შესახებ მოგონებებს.
რესპონდენტი: გუბაზ მეგრელიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, იოსებ მეგრელიძის შვილი
სტუმარი: სანდრო ნათაძე – ფოლკლორის ცენტრის არქივარიუსი.
2) გოგი ცაბაძისა და მერი დავითაშვილის საიუბილეო საღამო – 100
კონცერტში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულებების ანსამბლები და სტუდიები.
რესპონდენტი: კახა ცაბაძე – კომპოზიტორი; ეროვნული სასახლის მუსიკალური კონსულტანტი (გოგი ცაბაძის შვილი).
3) AI: კვლევა და მომავალი
ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩართული ახალგაზრდა მკვლევრები, ქართული ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულებით შექმნილი პროდუქტები, მათი ინოვაციური პოტენციალი.
სტუმარი: ზაალ გაჩეჩილაძე – AI Lab -ის თანადამფუძნებელი.
4) 19 წლის ქართველი მხატვრის ახდენილი ოცნება
„სამყაროს ყოველთვის აქვს რაღაც გეგმები და ძალიან საინტერესოდ მუშაობს ეს სისტემა“.
შემთხვევით აღმოჩენილი აკადემია და ახდენილი ოცნება ოკეანის მიღმა.
„ადამიანები კრეატიული ენეგიისთვის და ხელოვნებისთის ვართ შექმნილები. ამ აკადემიაში სწორედ რომ ის თავისუფლება ვიპოვე, რასაც ვერ კლავს კაპიტალიზმი“.
19 წლის ანუკი ბუჯიაშვილის ამბავი.
რესპონდენტი: ანუკი ბუჯიაშვილი – მხატვარი.
5) ქართველი ემიგრანტის გზა პლასტიკური ქირურგიიდან შეფ-მზარეულობამდე
„ერთ დღეს, ჩემს მეგობარს, დაბადების დღეზე, გამოვუცხვე ტორტი. აქედან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. დაბადების დღეზე მყოფი სტუმრები დაინტერესდნენ ვინ გამოაცხო ტორტი. რაც გინდათ დაარქვით, გამართლება თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა, ფაქტი ერთია, რომ ჩემთვის, დაკეტილი კარის გვერდით სხვა დიდი კარი გაიღო“.
„როცა იგებდნენ, რომ ვარ პლასტიკური ქირურგი სამზარეულოში არავინ მიღებდა, ამიტომ ჩავაბარე კულინარიულ აკადემიაში, გავხდი პროფესიონალი შეფ-მზარეული და შემდეგ გავხსენი პირველი ქართული რესტორანი „ოდაჰაუსი“ მანჰეტენზე“.
„ახლა ვმონაწილეობ ერთ-ერთი ცნობილი შეფის კარლა ჰოლის კულინარიულ კონკურსში. თავად მიმიწვიეს, არ ვიცი რა მიირთვეს ჩემს რესტორანში, მაგრამ თქვეს რომ იმ კერძს, სამშობლოს, სახლის გემო ჰქონდ. უკვე მოხვდვი ათეულში. შემდეგი ეტაპი ხუთეულში მოხვედრაა, გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება“.
სტუმარი: მაია აქვავივა-დვალაძე – ნიუ იორკში ქართული რესტორნის „ოდაჰაუს“-ის დამფუძნებელი და შეფი.
წამყვანები: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: