პიკის საათი - 17.05.2024
პიკის საათი - 17.05.2024

1) ადამიანი თოჯინებს მიღმა

„არის თოჯინები, რომელთა ტარებასაც სამი მსახიობი სჭირდება. აქ იმდენად დიდი სინქრონის უნარია საჭირო, რომ ამ სამმა ადამიანმა ერთ თოჯინაში თავისი პლასტიკით, მეტყველებით, მოძრაობით ისე უნდა გააცოცხლოს ეს თოჯინა, რომ მაყურებელმა ვერ იგრძნოს ის, რომ ამის უკან სამი მსახიობი დგას, ამის საშუალებას თოჯინაც უნდა იძლეოდეს, მხატვარმა მსახიობს უნდა გაუადვილოს თოჯინით მუშაობა“.

რესპონდენტი: ვახო ქორიძე – თოჯინების თეატრის მხატვარი.

 

2) ნეაპოლში „ფეოლა“ იტალიურ ენაზე უჩვენეს

„დაახლოებით 2 წლის წინ, მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გადმოვიდა, ხშირად მიწვევდნენ გადაცემაში, როგორც იტალიურენოვან ქართველ ჟურნალისტს, აღმოვაჩინე, რომ კითხვებს მისვამდნენ არა მხოლოდ ხვიჩას შესახებ, არამედ ქართულ კულტურაზე, კინოზე, დამწერლობაზე და ა.შ. ასეთი გაზრდილი ინტერესის გამო მივხვდი რომ ისეთი რამ უნდა გამეკეთებინა, რაც საქართველოს კულტურის რომელიმე სფეროს პოპულარიზაციას გაუწევდა ფეხბურთის გავლით, აქედან გამიჩნდა „ფეოლას“ იტალიურ ენაზე თარგმნის იდეა“.

რესპონდენტი: ნინა მამუკაძე-სორდინია – პროექტის ავტორი, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი.

 

3) როგორია ცხოვრება საათისა და ტელევიზორის გარეშე?

ემიგრაციაში ცხოვრების დროს საკმაოდ რთული და მძიმე გზა გაიარა. მისი პოეზიიდან მიხვდებით, რომ უსამშობლოდ არასდროს ყოფილა.

24 წელი სამშობლოში დაბრუნების იმედით სუნთქავდა, ახლა განსაკუთრებით ბედნიერია, რადგან 24 წლიანი ემიგრანტობის შემდეგ მწერალი ირმა ბეგლარიშვილი შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

რესპონდენტი: ირმა ბეგლარიშვილი – მწერალი; პოეტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) რომან ზუკაკიშვილის შემოქმედებითი საღამო

„ერის რჩეულ არტისტს გადაეცემა ოქროს სამკერდე. ამ სტატუსის მოპოვებისთვის, სულ ცოტა, 10 000 ადამიანის ხელმოწერაა საჭირო. 25 000-მდე ხელმოწერა მოგროვდა რომ ცოცხალი ლეგენდა, სახალხო პოეტი რომან ზუკაკიშვილი ერის რჩეული გამხდარიყო“.

რესპონდენტი: კიაზო ჯობავა – საღამოს ორგანიზატორი, რეჟისორი.

 

5) „მაქსისტორიები“ – ახალი ქართული კომიქსი

გაინტერესებს – რა ჰქვია მომენტს, როდესაც შენი ბებია ზებებოდ იქცევა?

რა სიტყვა უნდა გამოიყენო, როცა იმდენხანს ითამაშებ, სანამ დაღლისგან ადგილზევე არ ჩაგეძინება?

რატომაა „ომბუიაააა“ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ?

გაიცანი შემოქმედებითი, გონიერი, ტვინღუტუნა მაქსი და მისი მეგობრები.

სტუმარი: ლაშა დ. კოტორი – სიტყვების ფერმწერი. კომიქსის ტექსტის ავტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: