პიკის საათი - 17.04.2024
პიკის საათი - 17.04.2024

„უვადო პატიმარი რკინის ალიბით“

უპრეცენდენტო განაჩენი, ბრალდება ნივთმტკიცების გარეშე – გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებული ფილმის მთავარი სათქმელი.

რესპონდენტი: ლია ტოკლიკიშვილი – ჟურნალისტი.

 

ქართული კუთხე მარსელის კაფე-ბიბლიოთეკაში

„ეს არის კაფე, სადაც კულტურის სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ შემოქმედებითი საღამოები მოაწყონ“.

„აქ არიან ქართველები, რომელთა შვილებიც ისე იზრდებიან, რომ არ იციან ქართული ენა, არ იცნობენ ქართულ ლიტერატურას, ამიტომ მინდა ამ ბიბლიოთკაში სპეციალური კუთხე მოვაწყო ქართულენოვანი წიგნებისთვის“.

რესპონდენტი: დემეტრე სამხარაძე – კინომცოდნე, მსახიობი.

 

„ვიმღეროთ ერთად“

პროექტის ფარგლებში ჯგუფი „ნანინა“ გურიის ორ მუნიციპალიტეტში – ჩოხატაურსა და ოზურგეთში ჩაატარებს კონცერტებს ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად.

სტუმარი: მაკა ხარძიანი – მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი.

 

ქართლ-კახური დღესასწაული „არიფანა“

ინტეგრირებული საცეკვაო სკოლა-სტუდია „ანისის“ მიერ ყვავილთა ინკლუზიური ხალხური რიტუალი სცენაზე ცეკვით სიმღერით, ლექსებითა და თამაშობებით გაცოცხლდება.

რესპონდენტი: ანა ღვინიაშვილი – ქორეოგრაფი, „ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკის“ პედაგოგი.

 

„მოუყოლელი ამბები“

ინგა ჩახვაშვილის რომანი „მოუყოლელი ამბები“ „ჩემი გამომცემლობის“ ახალი წიგნია. ის არც ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და არც მემუარების ჟანრს მიეკუთვნება.

ის შთამომავლის მიერ მოყოლილი ერთი გვარის საიდუმლოებებით სავსე ცხოვრებაა.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: