პიკის საათი - 16.09.2024
პიკის საათი - 16.09.2024

1) საქართველოს რადიოს ახალი სეზონი

სტუმარი: გიორგი ბერიძე – საქართველოს რადიოს გენერალური პროდიუსერი.

 

2) როგორ შევამზადოთ პირველკლასელი ახალი გამოწვევისთვის და როგორ დავაბრუნოთ მოზარდი სასკოლო რეჟიმში?

სტუმარი: მიხეილ იაშვილი – ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი.

 

3) მსოფლიო რეკორდი – გიორგი გახელაძემ წყალზე 33 კმ გაიარა მოტოციკლით

„მსოფლიოში სულ 5-7 ადამიანია, ვინც მოტოციკლით წყალზე სიარული სცადა. ერთი შეხედვით წარმოუდგენლია, მაგრამ ტექნიკისა და პილოტის ტანდემი ამ სასწაულს რეალობად აქცევს“, – გიორგი გახელაძე.

რესპონდენტი: გიორგი გახელაძე – მოტომრბოლელი.

 

4) „ზნეობას და ღირსებას პაუზები არ ეხება!“

„მოსწავლეებს მინდა ვუთხრა, არ გაეჯიბრონ სხვებს. ყოველდღე უნდა ეცადონ, საკუთარ თავს აჯობონ!უნდა გაიაზრონ, რომ არავინ გააკეთებს მათ გასაკეთებელს. ყოველი პიროვნება თავად არის პასუხისმგებელი მომავალზე! ჩვენს შვილებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჯერ ადამიანი ფასდება და მხოლოდ შემდეგ მისი შესაძლებლობები თუ მიღწევები…

მასწავლებელებს მინდა მივმართო, დაფიქრდენ იმაზე, რომ ემოციისა და რაციონალურობის ბალანსის მოძებნაა საჭირო მოსწავლეში. უნდა ასწავლონ, რომ უყვარდეთ და სიყვარულის წინაშე სულ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსწავლეები! უნდა ასწავლონ, რომ საზრისის გარეშე სიცოცხლე არაფერია! უნდა ასწავლონ, რომ ზნეობას და ღირსებას პაუზები არ ეხება! და ბოლოს, როგორ უნდა იზეიმო კაცმა საქმის წარმატებით დასრულება? ახალი საქმე უნდა დაიწყო!“

რესპონდენტი: გია მურღულია.

ავტორი: დავით ველიჯანაშვილი.

 

5) „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე

ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერი“ ახალი დადგმის პრემიერა იტალიაში, ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის თეატრის სცენაზე 15 სექტემბერს შედგა.

რესპონდენტი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.

 

6) მარიამ გურგენიშვილი – გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში

მარიამ გურგენიშვილი გემის პირველი მექანიკოსი ქალია საქართველოდან, რომელმაც არსებული სტერეოტიპები დაანგრია და საკუთარი არჩევანის სერიზულობაში ყველა დაარწმუნა. პირველად 20 წლის ასაკში საქართველო სამი თვით დატოვა და გეზი დინების საწინააღმდეგოდ აიღო. ზღვაში პირველი გასვლა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ხმელეთზე დაბრუნება აღარ სურდა.

რესპონდენტი: მარიამ გურგენიშვილი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: