1) „დაწერე გაკვეთილების შემდეგ საკითხავზე“
„დაწერე გაკვეთილების შემდეგ საკითხავზე“ – გამომცემლობა „ინტელექტის“ ახალი ლიტერატურული კონკურსი VII-XII კლასების მოსწავლეთათვის.
კონკურსის პირობა მარტივია. დაწერე რეცენზია, ჩანახატი, ან ესსე „ინტელექტის“ სერია „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ ფარგლებში.
რესპონდენტები: ლილი ალფაიძე – გამომცემლობა „ინტელექტის“ მარკეტინგის მენეჯერი; ტორესა მოსი, თამარ გეგეშიძე, ნათია როსტიაშვილი – მწერლები.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) ქართველი მოხალისეები სლოვენიაში
3 წლის წინ ბეჩოს ხეობაში არაფორმალური განათლების პირველი სივრცე – ევროპის განათლებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა.
ეს არის ადგილი, სადაც უცხო ენებს, ტურიზმის საკითხებს, ფსიქოლოგიას მოსწავლეებთან ერთად, ნებისმიერი ასაკის ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება.
რამდენიმე დღის წინ კი ევროპის განათლებისა და კულტურის ცენტრის მოხალისეები ლიკა ქალდანი და ეკა ცინდელიანი, ევროპული სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში, სლოვენიაში გაემგზავრნენ.
რესპონდენტები: ფიქრია თორია – ევროპის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი; მეცნირებათა დოქტორი, ეკა ცინდელიანი, ლიკა ქალდანი – მოხალისეები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) „ხიდჩატეხილობა“ – ბესო ხვედელიძის პირველი დრამატურგიული კრებული
„დრამატურგია საქართველოში კრიზისული ჟანრია. დროა თაროზე შემოდებული პიესები სცენებზე და თუნდაც რადიოსტუდიებში გადავიდეს“, – ბესო ხვედელიძე.
თაობებს შორის მუდმივი ბრძოლა, კამათი, წინააღმდეგობა და ცოტაც ხულიგნური პიესები.
გამომცემლობა „აგორამ“ სერიისთვის „ავანსცენა“ ბესო ხვედელიძის პირველი დრამატურგიული კრებული გამოსცა.
სტუმარი: ბესო ხვედელიძე – მწერალი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) თაობა, როგორც ენერგია
„თავისუფალი, მიზნებდაზუსტებული ახალგაზრდა მისთვის მისაღებ კალაპოტს თავად მიაგნებს, მისი მანიპულირება შეუძლებელია და ამორალურიც…“
რესპონდენტი: ნოდარ ბელქანია – ფსიქოლოგი, თსუ-ის პროფესორი
ავტორი: სოფო გოდუაძე
5) როგორ ივსება და იხვეწება ვიკიპედია?
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრებმა საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დეტალურად შეასწავლეს ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებში, ვიკისაწყობსა და ვიკიციტატაში მუშაობა. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
ვიკიპედიაში მასწავლებელთა ჩართვა, ვიკიპედიის კი განათლებაში, მსოფლიოში მიღებული, გამოცდილი და გამართლებული პრაქტიკაა.
რესპონდენტი: მიხეილ ჭაბუკაშვილი – ვიკიპედიის ბიუროკრატი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: