პიკის საათი - 15.03.2023
პიკის საათი - 15.03.2023

1) დიმელი ქალები

ლილი ფულარიანმა 2 წლის წინ დატოვა თბილისი და საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, მეგობრებთან თამუნა ვაშაკიძესთან და ნინო ბარკავასთან ერთად სოფლის შენება დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.

დიმელი ქალები ამბობენ, რომ ხშირად ქალებს სოფლად აქვთ მეურნეობა, მაგრამ ნაკლებად აქვთ წარმოდგენა, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, ან აქვთ ერთი პროფესია, მაგრამ სოფელში არ არის ამ პროფესიით დასაქმების შანსი ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობები დაიწყეს.

რესპონდენტები: ლილი ფულარიანი – საინიციატივო ჯგუფის „დიმელი ქალების“ დამფუძნებელი, ნინო ბარკავა, თამუნა ვაშაკიძე – საინიციატივო ჯგუფის „დიმელი ქალების“ თანდამფუძნებელი, სოფელ დიმის მკვიდრი, ინგა მაჩიტაძე – „დიმელი ქალების“ წევრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „გვინდა ევროპა? უნდა გვინდოდეს თედო!“

„XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზმით, წინააღმდეგობის არცერთი მოძრაობა არ ყოფილა, რაშიც თედო სახოკია არ იყო ჩართული. გარდა იმისა, რომ ვარშავაში ჩამოყალიბებული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო, აფხაზეთში საიდუმლო მოძრაობაც კი შექმნა“, – თედო სახოკიას ბიოგრაფიული რომანის „მოციქული“ ავტორი როსტომ ჩხეიძე.

სტუმარი: როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატური კრიტიკოსი და მკვლევარი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „საუბარი გულთან“

„ის, რაც ადამიანს განუცდია, იმის ხელმეორედ წამოგონებასა და წამოხსენებას სულ სხვა სურნელი აქვს“, – თემურ ჩალაბაშვილი.

გამოვიდა თემურ ჩალაბაშვილის პოეზიისა და მოგონებების კრებული „საუბარი გულთან“.

სტუმრები: თემურ ჩალაბაშვილი – პოეტი,

ლია მეტრეველი – საქწიგნის გენერალური დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ეთერ თათარაიძის გაზაფხული

„რა ბედნიერებაა, რომ ამ ციფრულ ეპოქაში ისმის ეს ჯადოსნური ხმა! ეთერ თათარაიძის პოეზია დროის მიღმა გადის, როგორც ენის სიზმარი, როგორც მშვენიერი მოჩვენება…“, – ნინო სადღობელაშვილი.

რესპონდენტი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: