პიკის საათი - 16.01.2023
პიკის საათი - 16.01.2023

1) ლურჯი ორშაბათი

„სეზონური აფექტური აშლილობის“ დამახასიათებელი ნიშნები, ლურჯი ორშაბათის დაწესების ისტორია და ზამთრის დეპრესიისგან თავის დაღწევის გზები.

რესპონდენტი: ლალი ბადრიძე – ფსიქოთერაპევტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „სინათლისკენ!“

კანეკო მისუძუ იაპონელი პოეტი, რომელმაც სამ რვეულში საკუთარი ხელით ჩაწერილი 500-ზე მეტი ლექსი ძმას დაუტოვა და ვერც კი იფიქრებდა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისი შემოქმედება მზის სინათლეს იხილავდა.

რესპონდენტი: მარიამ წიკლაური – საბავშვო მწერალი და პოეტი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“

„თუ გვინდა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყოთ, შექპირისა და მისი ენობრივი სამყაროს ცოდნაც გვჭირდება. მით უიფრო, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ქართველის თეატრალური ბუნება ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, – დავით მაზიაშვილი.

სტუმარი: დავით მაზიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) Stalin24

თბილისის გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ანტისაომარი, უკრაინის მხარდასაჭერი ტრაგიფარსი დაიდგა. ეს სპექტაკლი დამოუკიდებელი გუნდის – ინტერნაციონალური თეატრი Komli-ს – თითოეული წევრის პირადი პროტესტია.

როგორ იქმნება ჩვეულებრივი ადამიანებისგან ისეთი საზოგადოება, რომელიც ომსა და დიქტატურას უჭერს მხარს?

სტუმარი: სერგო ყენია – რეჟისორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) #ბუბა  

„სიმღერა ძალიან რთული და ამავდროულად უცნაური რამაა. უცნაურია იმდენად, რამდენადაც კარგი სმენა, ხმა, დიაპაზონი და სხვა მუსიკალური სიკეთეები სულაც არ უდრის კარგად სიმღერას. კარგად სიმღერას კიდევ რაღაც სხვა სჭირდება. ძნელი სათქმელია კონკრეტულად რა… სწორედ ამიტომ, მე ბუბას უფრო ხშირად ვუსმენ, ვიდრე ბევრ ლამაზხმიან და დიდი ვოკალური შესაძლებლობების ქართველ პროფესიონალ მომღერლებს“, – ვაკო ასათიანი.

სტუმარი: ვაკო ასათიანი – ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: