სალომე მაკარიძის „152“ ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს აღწერს, სადაც ცხოვრებისეული ტრაგედიები თამაშდება. მოთხრობებში აღწერილი სიტუაციები ჩვენი ყოველდღიურობაა და ზოგჯერ ნოსტალგიური ელფერით, შეიძლება საკუთარი წარსული გამოცდილებაც გაგვახსენოს — 1980-90-იანი წლების თუ 2000-იანების დასაწყისის თბილისი და ადამიანური ურთიერთობები, თავისი ეტიკეტებით, ფარსით თუ უანგარობით. წიგნს რედაქტორი გაგა ლომიძე წარადგენს.
სტუმარი: სალომე მაკარიძე – წიგნის ავტორი.
სატელეფონო ჩართვა: გივი ფანცულაია – გამომცემლობა ,,მეფეს“ ხელმძღვანელი.