რა დახმარება გაუწია იერუსალიმის საბჭოს წევრმა რაფი ბარლავმა (ბალუაშვილი) ქართველი მკვლევრების დელეგაციას, რომელიც იერუსალიმს 1960 წელს ეწვია და სად მდებარეობს ქუჩა, რომელიც ამ დამსახურებისთვის მის სახელს ატარებს; რატომ იყვნენ საუკუნეების წინ ქართველი მომლოცველები გათავისუფლებულები იერუსალიმის საპატრიარქოსადმი სავალდებულო ძღვენისგან; რომელი წელია მიჩნეული შოთა რუსთაველის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დამკვიდრების წლად; როდის აღდგება საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული მიმოსვლა – ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე „პიკის საათს“ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესაუბრა.
სატელეფონო ჩართვა – ლაშა ჟვანია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.
ავტორი – სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი – ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: