პიკის საათი - 15 მაისი რუსთაველის დღეა
პიკის საათი - 15 მაისი რუსთაველის დღეა

რა დახმარება გაუწია იერუსალიმის საბჭოს წევრმა რაფი ბარლავმა (ბალუაშვილი) ქართველი მკვლევრების დელეგაციას, რომელიც იერუსალიმს 1960 წელს ეწვია და სად მდებარეობს ქუჩა, რომელიც ამ დამსახურებისთვის მის სახელს ატარებს; რატომ იყვნენ საუკუნეების წინ ქართველი მომლოცველები გათავისუფლებულები იერუსალიმის საპატრიარქოსადმი სავალდებულო ძღვენისგან; რომელი წელია მიჩნეული შოთა რუსთაველის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დამკვიდრების წლად; როდის აღდგება საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული მიმოსვლა – ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე „პიკის საათს“ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესაუბრა.

სატელეფონო ჩართვა – ლაშა ჟვანია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.

ავტორი – სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი – ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: