პიკის საათი - 15.11.2023
პიკის საათი - 15.11.2023

1) ხმოვანი წიგნების სტუდენტური პროგრამა თსუ-ში

რესპონდენტი: შალვა ლონდარიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციის კვლევის განყოფილების გამგე.

 

2) #ფარდის მიღმა – თეატრალური სიახლეები

კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა „ჰარაკში“

თეატრის წინა სპექტაკლების კოსტიუმებისა თუ რეკვიზიტების შეძენა იქნება შესაძლებელი. შემოსული თანხა ახალი სპექტაკლის დადგმას მოხმარდება.

ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორია თოჯინების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ვენეციაში დღეს გაიხსნება.

„პირველი ავტოგრაფი“ – საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი ბათუმში მესამედ ჩატარდება.

რესპონდენტები: ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე, მიხეილ გაბაიძე – ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ დირექტორი.

სტუმარი: მარიამ პაიჭაძე – თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ მენეჯერი.

 

3) ეკოსოფელი საქართველოში

ენთუზიასტი ადამიანები, რომლებსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ერთად დასახლება სურთ. პირველი ეკოსოფელი საქართველოში უკვე 5 წელია ყალიბდება.

სტუმარები: ნინო ხუროშვილი, გიორგი ჭოჭუა – ეკოსოფლის იდეის ავტორები.

 

4) „დიოგენე“ 2023  

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს ჩვენება 20 და 21 ნოემბერს, დაჯილდოება კი 25 ნოემბერს გაიმართება.

სტუმრები: ნათია რაჭველიშვილი – „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;

ლილე სამუშია – სტუდენტური ჟიურის წევრი

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: