1) რადიოგიდი ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს ესტუმრა
მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული აუთენტური მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ასევე ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.
რესპონდენტი: სოფო კოტრიკაძე – ეთნომუსიკოლოგი; ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) 2023 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ნამუშევრების ჩვენება
ორი რეჟისორის დამოუკიდებელი ნამუშევარი და მნიშვნელოვანი თანაკვეთა. როგორც მოკლე მხატვრული ფილმი „სუფრა“, ასევე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ უღრმავდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანებს შორის მიჯაჭვულობა, ურთიერთობები ოჯახის შიგნით, ქალის როლი პატრიარქალურ გარემოში და ადამიანური მარტოობა.
სტუმრები: მარიამ ბიწაძე – რეჟისორი და პროდიუსერი;
გიორგი ფარქოსაძე – რეჟისორი.
3) სიმფონიური მუსიკის კონცერტები
ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზში და სასწავლებლის VII კლასის მოსწავლე ბაჩი მიქელაძის მიერ შესრულებული ფრაგმენტები ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებიდან „ანდანტე სპიანატო და ბრწყინვალე პოლონეზი“.
სტუმრები: მარინა ლობჟანიძე – მუსიკოსი, ქართული უნივერსიტეტისა და სახ. კონსერვატორიის ლექტორი, ე. მიქელაძის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი.
ბაჩი მიქელაძე – ვგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის VII კლასის მოსწავლე.
4) გენო კალანდია – 85
„მისი ცხოვრება იყო აფხაზეთი, მისი ფიქრიც, საზრუნავიც, მისი დიდი ტკივილიც და ალბათ, მისი აუხდენელი ოცნებაც. მისთვის იმდენად ძნელი იყო ის ყველაფერი, რაც გადაიტანა, ნახა, დაკარგა, რაც განიცადა, დიდი ხნის განმავლობაში წერაც კი შეწყვიტა, შემდეგ დაუბრუნდა პოეზიას სულ სხვა ტკივილით, ხედვითა და გამოცდილებით“.
რესპონდენტი: ლანა კალანდია – მთარგმნელი, გენო კალანდიას ქალიშვილი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: