პიკის საათი - 14.12.2022
პიკის საათი - 14.12.2022

1) #კოლეგა – ნათელა ასათიანი  

საქართველოს ტელევიზიაში 20 წლის წლის წინ მოვიდა და თანამშრომლების ყურადღება და სიყვარული მაშინვე დაიმსახურა. მრავალი წელია დასუფთავების სამსახურში მუშაობს და თავდაუზოგავად ემსახურება საყვარელ არხს.

ახლა ოცწლიან ისტორიას გვიყვება, ტელევიზიასთან, რომ აკავშირებს, და იმ დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს, რომელიც მისთვის დღემდე შეუცვლელი და განსაკუთრებულია.

რესპონდენტი: ნათელა ასათიანი – საქართველოს პირველი არხის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „ჰარი და მეგანი“ 

Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალი სასექსის ჰერცოგის პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის ჰერცოგინიას მეგანის შესახებ მოგვითხრობს.

გულღია საუბრები იმ ამბებზე, რომელზეც საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

„პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანება წარმოგიდგენთ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლს XIX საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებზე.

XIX საუკუნეში ქალების მიერ ორგანიზებული წინასაშობაო-წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებები.

სტუმარი: თამარ სიხარულიძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოფენების მენეჯერი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „მარგალიტი ფითრის“

„ეს არ არის რაიმე საეტაპო, განსაკუთრებული, უცხო მაგრამ კრებული სავსეა ახალი, ზამთრული და არაზამთრული ლექსებით. კრებული არის ცდა, ოდნავ მაინც გავამსუბუქო, გავათბო, გავაიმედიანო გრძელი და მძიმე ჟამის ის ნაწილი, ჩვენი დღევანდელობა რომ ჰქვია“, – მარიამ ხუცურაული.

მარიამ ხუცურაულის ახალი პოეტური კრებულის „მარგალიტი ფითრის“ რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მრავალშვილიანი, ხელმოკლე ოჯახებისათვის საშობაო საჩუქრების მომზადებას!

სტუმარი: მარიამ ხუცურაული – პოეტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) #უი – საახალწლო ტყუილ-მართალი

საფრთხობელების დაწვა, მეზობლის კარისთვის ჭურჭლის სროლა, ახალი წლის ცარიელი ჩემოდნითა და სავსე საფულით შეხვედრა – საახალწლო მითები და ცრურწმენები.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: