1) „რატომ ვერ ვასწრებთ ცხოვრებას?“
2) ცხოვრება დიაბეტის გარეშე – ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე
14 ნოემბერს მსოფლიო დიაბეტის დღეს აღნიშნავს.
რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები?
სტუმარი: ეკატერინე ინაშვილი – ენდოკრინოლოგი.
3) არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორები თსუ-ში
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვევიან აშშ-ს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოლტერ კრონკაიტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორები: კენ ფოსკეტი და დოქტორი ბილ სილკოქი,რომლებიც აშშ-ს საელჩოს მიერ განხორციელებული „მედიაგანათლების პროგრამის“ მონაწილეები არიან და საპასუხო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
ამერიკელი სტუმრები საჯარო ლექციებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ ამავე პროგრამის მონაწილე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ლექტორებისა და სტუდენტებისთვის
სატელეფონო ჩართვა: მანანა შამილიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი.
4) ლუი დე ფიუნესის ფილმების რეტროსპექტივა
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კავკასიის ფრანგულ სკოლასთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ განახლებულ კინოკლუბს.
ფრანგული კინოკლუბი ლუი დე ფიუნესის რეტროსპექტივით გრძელდება. წელს, მსახიობის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. მის პატივსაცემად, კინომოყვარულებს 15 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, კავკასიის ფრანგული სკოლის დარბაზი უმასპინლებს.
სტუმარი: სალომე მურვანიძე – ფრანგული ინსტიტუტის კულტურის ატაშე.
5) „მთვარე მამაა ჩემი“ – გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი
6) მურმან ლებანიძე – საბავშო პოეტი
7) „ასტრიდობის“ პირველი წელი
LitKid – საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებს რეკომენდაციებს სთავაზობს.
სატელეფონო ჩართვა: თაკო ქველიძე – LitKid-ის თანადამფუძნებელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: