პიკის საათი - 14.06.2024
პიკის საათი - 14.06.2024

1) 14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

„წლებია, დონორი ვარ და ყოველ ჯერზე ეს პროცესი მაბედნიერებს. მაბედნიერებს ის, რომ ადამიანებს სიცოცხლე უნარჩუნდებათ და მერე ოჯახებსა და ქვეყანას უბრუნდებიან, ცხოვრებას ძველებური ხალისით აგრძელებენ“.

რესპონდენტი: გოგა ჩანადირი – ფოტოხელოვანი.

 

2) როსტომ ჩხეიძის წიგნების გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

„1984 წლიდან მოყოლებული ორიგინალური და თარგმნილი 116 წიგნი დაგროვდა. აქ არის ბიოგრაფიული რომანები, ბიოგრაფიული ნატეხები, მეცნიერული მონოგრაფიები, ლიტერატყურული წერილები, მხატვრულ-დოკუმენტური წიგნები, პიესები, ლექსები პროზად, თითქმის არ დამრჩენია არცერთი ჟანრი“.

რესპონდენტი: როსტომ ჩხეიძე – მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

 

3) ევრო 2024

ჩართვა გერმანიიდან: კახა ჭუმბურიძე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

წამყვანები: ელენე ბილიხოძე და მარიამ ჩოჩია.

 

4) „ეკოფესტი 2024“

სადაგი, მოხალისეებთან და სპონსორებთან ერთად, აგრძელებს შარშან წამოწყებულ დასუფთავების ფესტივალს და 15-16 ივნისს, ფესტივალს ტრადიციულად, ისევ ბაკურიანში უმასპინძლებს!

ეკოფესტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში დასუფთავდება დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რესპონდენტი: მაია მესტუმრე – სადაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი.

წამყვანები: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: