1) „ჩუ“
„ჩუ“ სოციალური საწარმოა, რომლის მიზანია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შორის კომუნიკაციის ბარიერების გაქრობა ინკლუზიური სამაგიდო თამაშებით. იდეის ავტორებმა შექმნეს სენსორული სამაგიდო თამაში „ერთი ერთში“, რომელიც შედგება 15 წყვილი სხვადასხვა ფაქტურის მქონე ბარათისგან და მოთამაშეების მიზანია რაც შეიძლება სწრაფად დააწყვილონ ერთნაირი ფაქტურის ბარათები. თამაში გათვლილია ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი ოთხ წელს აღემატება.
რესპონდენტი: სალომე წიქვაძე – სოციალური საწარმო „ჩუ“ დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი
თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი უკვე მეოთხედ აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს. უფასო ბილეთბი და მასტერკლასები ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტებისთვის და უნიკალური გამოცდილება სტუდენტებს.
რესპონდენტი: დუდანა მაზმანიშვილი – ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) რატი ამაღლობელის „წელიწადის დროები“
რატი ამაღლობელის ჯერ კიდევ დაუბეჭდავი წიგნის აუდიოპრეზენტაცია.
„პირველი ლექსიდან ბოლო ლექსამდე ეს არის ერთი წიგნი, ერთი ამბავი, რომელიც ხელოვნებაში უკვე ნაცნობ ხერხს მიჰყვება – ამბავი მოყვე წელიწადის დროებთან ერთად“, – რატი ამაღლობელი.
რესპონდენტი: რატი ამაღლობელი – პოეტი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) VIELEN DANK & AUF WIEDERSEHEN ! – დიდი მადლობა და ნახვამდის!
რეზო ჩხიკვიშვილი
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გრილოს თეატრს დაემშვიდობა.
„გუნდურობა განსაკუთრებული რამაა. ამიტომ, პირველ რიგში, მინდა ჩემს გუნდს გადავუხადო მადლობა. ახლა უკვე თავისუფალი შემოქმედი ვარ და ჩემი მიზანია ქართულ პროექტებს და ადამიანებთან ურთიერთობას დავუთმო მეტი დრო“, – რეზო ჩხიკვიშვილი.
რესპონდენტი: რეზო ჩხიკვიშვილი – მსახიობი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) ფესტივალი „თბილისი-რიტმი“
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ ტრადიციულად აგრძელებს მსოფლიო დონის მუსიკალურ ყოველწლიურ ზეიმს. 24 და 28 ივნისს თბილისს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, ბრაზილიიდან და ლუქსემბურგიდან მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ეწვევიან.
წლევანდელი პროგრამა „სიმფონიური ისტვუდით“ იწყება და განსაკუთრებულ მასშტაბს იძენს.
რესპონდენტი: ანი ლაღიძე – სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „თბილისი-რიტმი“ პროდიუსერი და დირექტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: