პიკის საათი - 13.12.2023
პიკის საათი - 13.12.2023

1) „არ იტირო როცა მოვკვდები“ – პრემიერა აზერბაიჯანულ თეატრში

პრემიერა აზერბაიჯანულ თეატრში, სპექტაკლები ქართულ ენაზე და ახალი შენობის მოლოდინი.

სტუმრები: თურგაი ველი-ზადე – აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

ნარმინ გასანოვა – აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

 

2) ლაგოდეხის მეტეოსადგური 110 წლისაა

გიორგი ედიშერაშვილი ახალგაზრდა მუშაკია, რომელმაც ხუთი წელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად იმუშავა, მალევე კი იდეა გაუჩნდა ლაგოდეხის მეტეოსადგური აღედგინა და ადგილობრივების, ასევე არამომგებიანი ინიციატივების სახალხო დაფინანსების პლატფორმის საშუალებით პროექტი განახორციელა.

რესპონდენტი: გიორგი ედიშერაშვილი – ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ხელმძღვანელი; ახალგაზრდა მუშაკი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) ბეჭდური მედია (გაზეთი) ინფორმაციული ტექნოლოგიების პირისპირ

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.

სტაჟირების სპეციფიკა და მნიშვნელობა სტუდენტებისთვის.

გაზეთის როლი ტექნოლოგიების ეპოქაში.

სტუმარი: ნინო კაკულია – გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარი რედაქტორი.

 

4) ფარდის მიღმა  

ინოლა გურგულიას 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური წარმოდგენა აგებულია მის სიმღერებსა და ჩანაწერებზე, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ბავშვები თეატრის სცენაზე შეასრულებენ.

რესპონდენტები: დიმიტრი ღვთისიაშვილი – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

ია შუღლიაშვილი – მსახიობი, მუსიკალური ხელმძღვანელი;

ვანო დუგლაძე – მსახიობი.

ბავშვები: სესილი ჯიქურიძე, ლუკა ჩაჩხიანი, ტასო როსტომაშვილი.

 

5) ფილიპ კლოდელი საქართველოშია 

ცნობილი ფრანგი მწერალი, რეჟისორი და დრამატურგი ფილიპ კლოდელი აუდიტორიას საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში შეხვდა.

ფილიპ კლოდელი მრავალი წიგნის ავტორი, რეჟისორი და დრამატურგია. მისი პირველი რომანი, „მეზი მას ივიწყებს“ 1999 წელს გამოქვეყნდა. პირველი დიდი ლიტერატურული წარმატება კი მას 2003 წელს გამოქვეყნებულმა ნოველების კრებულმა „პატარა მექანიზმები“ მოუტანა, რომელსაც ნოველების გონკურის პრემია მიენიჭა. 2003 წელს მისი რომანი „ნაცრისფერი სულები“ რენოდოს და ჟურნალის Elle პრემიით დაჯილდოვდა. ორი წლის შემდეგ ამავე წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

ავტორი: ლიზა ჩაჩანძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: