პიკის საათი - 13.12.2022
პიკის საათი - 13.12.2022

1) სანტას სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო  

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვებს სიმართლე სანტა კლაუსის შესახებ და როგორ გავაღვიძოთ მათში „სანტა?“

ტეხასელი ისტორიის მასწავლებლის ოჯახური ტრადიცია, რომელიც მშობლების გზამკვლევად იქცა.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) გობლინის რეჟიმი“ 

საზოგადოებამ 2022 წლის ოქსფორდის წლის სიტყვად ფრაზა – „გობლინის რეჟიმი“ დაასახელა. „თავმოყვარე, უპატივცემულო, ზარმაცი, მოუწესრიგებელი, ისეთი ადამიანის ქცევის ამსახველი, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებსა და მოლოდინებს არ სცნობს და ეგოცენტრულია.“ – ფრაზა, რომელიც ოქსფორდის პროექტის მონაწილეთა აზრით, 2022 წლის ამსახველია.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ინგილო შშმ პირი ილიაუნის ბიბლიოთეკაში

„საზოგადოების სრულფასოვანი წევრი რომ გავმხდარიყავი, დასაქმებაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ადამიანებს გამოვადგე“, – ლევან ყიყიშვილი.

ლევანი ჩვენი უსინათლო თანამემამულეა საინგილოდან. ცოტა ხნის წინ კოლეჯ „სპექტრში“ ისწავლა. ახლა უკვე სამსახურიც აქვს.

ილიაუნის ადმინისტრაციამ დაასაქმა და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ელექტრონულ ბიბლიოთეკას ქმნის.

სტუმრები: ლევან ყიყიშვილი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

4) მსოფლიო თასის ნახევარფინალის მოლოდინში

„საყურადღებოა, რომ ჩემი, როგორც კომენტატორის, დებიუტი მაროკოსა და ბელგიის დაპირისპირების დროს შედგა და სწორედ წელს მაროკო პირველად გავიდა ნახევარფინალში. ზოგადად, წლევანდელი ჩემპიონატი ბევრი რამით დაგვამახსოვრებს თავს“, – კახი ხუციშვილი.

მსოფლიო თასი კულმინაციას უახლოვდება. საფეხბურთო სამყარო ორი მნიშვნელოვანი თამაშის მოლოდინშია.

სტუმარი: კახი ხუციშვილი – კომენტატორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: