პიკის საათი - 17.10.2022
პიკის საათი - 17.10.2022

1) „ოპერის ოქროს ხმა“ – ელმინა ჰასანოვა

ელმინა ჰასანოვა 22 წლისაა და უკვე ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს. აზერბაიჯანიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაგისტრატურაში სწავლობს ვოკალის განხრით.

ცოტა ხნის წინ, ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში გამართული კონკურსის „ოპერის ოქროს ხმა“ გამარჯვებული გახდა.

კონკურსში 82 ახალგაზრდა ვოკალისტი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

რესპონდენტი: ელმინა ჰასანოვა – მეცო სოპრანო

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ფერადკანიანთა პოეზიის დღე

– ჯაზ პოეზიის ფუძემდებელი აფროამერიკელი პოეტი ლენგსტონ ჰიუზი;

– ფერადკანიანი პოეტი ქალი მაია ენჯელოუ, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ იქცა;

– ნობელის პრემიის ლაურეატი პოეზიის დარგში დერეკ უოლკოტი.

რესპონდენტები: ანა კოპალიანი – მთარგმნელი, თარგმანთმცოდნეობის დოქტორი.

ქეთი გახოკია – ლიტერატურათმცოდნე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სიღარიბესთან ბრძოლა

სიღარიბის განსაზღვრის კრიტერიუმები და მასთან ბრძოლის ხერხები.

მსოფლიო დღემდე ებრძვის სიღარიბეს, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს დაუძლეველი ამოცანა სულაც არაა და არსებობს გზები, რომლებიც ქვეყნებს ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) ინტეგრირებული სწავლების ეფექტი

ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები

– ციფრული უნარების განვითარების კურსი

– ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსი – იდეიდან თქვენი პროდუქტის/სერვისის კომერციალიზაციამდე

სასწავლო კურსები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

სტუმრები: ნატო გენგიურიერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი

დოდო ჭუმბურიძე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსის ტრენერი
5) ზინაიდა კვერენჩხილაძე – 90

„ზინა კვერენჩხილაძემ შეძლო ისე აეწყო თავისი ცხოვრება ხელოვნებაში, რომ მისი ტიტული საკუთარი სახელი და გვარი ყოფილიყო“, – საბა მეტრეველი.

საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის დაბადების 90-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნი-ალბომი „ზინაიდა კვერენჩხილაძე – 90“. მასში წარმოდგენილი ფოტოკადრები უნიკალურია, თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ სიცოცხლის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსახიობი თავად აგროვებდა მასალას. ეს წიგნი ზინაიდა კვერენჩხილაძის სურვილის ასრულებაა.

სტუმარი: საბა მეტრეველი – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, წიგნის ავტორი

 

6) „თეატრი ჩემთვის ხელოვნებათა სახლია“

1996 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს. 90-იან წლებში, ჯარიდან დაბრუნებულმა და სამსახურის გარეშე დარჩენილმა, გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. ძმასთან ერთად დროებით სალონიკს შეაფარა თავი. იმ დროს, 21 წლის ყმაწვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ უცხო ქვეყანაში მსახიობობას დაიწყებდა. შემდგომ კი მის ნიჭს ისე დააფასებდნენ, რომ მაყურებლის საყვარელ მსახიობად გადაიქცეოდა. მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადსხვა თეატრის სცენაზე არაერთ რეჟისორთან ერთად იმუშავა.

26 წლის შემდეგ საქართველოში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში ჩამოვიდა და ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგა თეოდოროს ტერზოპულოსის  სპეტქაკლით „ალარმე“.

რესპონდენტი: დავით მაღალდაძე – მალტეზე

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: