პიკის საათი - 13.10.2023
პიკის საათი - 13.10.2023

1) დებატები, როგორც არაფორმალური განათლების ნაწილი

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში გამართული და დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, საგანმანათლებლო/ფორმალური დებატების სწავლების გზით.

სტუმარი: თინათინ ცერცვაძე – ფსიქოლოგი, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

2) „ხიდი“ – ერეკლე ბადურაშვილის ფილმის პრემიერა თურქეთში

13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება კინოსტუდია ქართული ფილმისა და თურქული კომპანია AISI ფილმის პირველი ქართულ-თურქული კოპროდუქციის პრემიერა.

ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც ცნობილმა ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ-მიქელაძემ, მოგვითხრო და შთააგონა რეჟისორი, ფილმად ექცია .

ფილმში ქართული და თურქული კინოს ვარსკვლავები, ასევე ცნობადი სახეები მონაწილეობენ.

რესპონდენტი: ზურაბ ცინცქილაძე – მსახიობი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

 

3) The Autumn Leaves  – ერთი სიმღერის ბევრი სიცოცხლე

სტუმარი: პაატა პაპავა – განათლების ექსპერტი: კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ჯგუფ „ჰაერობუსის“ წევრი.

 

4) წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

„ზურაბ ჟვანიას ფონდი“ აცხადებს რიგით მეშვიდე კონკურსს წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად!

საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, შემოიტანოთ ზურაბ ჟვანიას ფონდში, მისამართზე: თბილისი, შარტავას ქ. 18, I სართული, ბინა 25ა. ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა): 12:00-19:00.

სატელეფონო ჩართვა: ზურაბ გაიპარაშვილი – „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.

 

5) ლანა ღოღობერიძე – 95

რესპონდენტები: ლანა ღოღობერიძე – რეჟისორი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი – ლანა ღოღობერიძის შვილი, ბერტა ხაფავა – მსახიობი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: