პიკის საათი - 13.05.2024
პიკის საათი - 13.05.2024

1) ფრანც კაფკა – 100

სტუმრები: იარომირ ტიპლტი – ჩეხი მწერალი; ანა ჭინჭარაული – ღონისძიების ორგანიზატორი;

რუსუდან ღვინეფაძე – მთარგმნელი.

 

2) რადიოგიდი იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ქანდაკებები: ბიუსტები, პორტრეტები, ფიგურები.

იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია. ის სამხატვრო ასპარეზზე XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც საქართველო ევროპული კულტურის წიაღში დაბრუნებას იწყებდა და ქვეყანაში მრგვალი ქანდაკების წარმოშობის იდეა გაჩნდა.

რესპონდენტი: გურამ ნიკოლაძე – იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) რადიოთეატრი – ხიდი თაობებს შორის

„მსოფლიოსთვის ომი უკვე ყოველდღიურობად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება იმაზე საუბარი, თუ როგორ ცვლის, ან, საერთოდაც, როგორც ანადგურებს ომი ადამიანებს“.

„ნიშნად სიყვარულისა“ – სასტუმრო „საქართველოში“ მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ამბავია.

„რადიოთეატრი ყველა თეატრალურ სცენას აერთიანებს. ეს არის ერთი უხილავი სცენა, სადაც ყველა მსახიობი ერთიანდება და ქმნის უხილავ სპექტაკლს, რომელსაც ჩვენ „თვალდახუჭულ კინოს“ ვუწოდებთ.

ხმა, მუსიკა და მსახიობის ოსტატობა, ანუ არა ტექსტის კითხვა, არამედ როლის შექმნა – ეს არის რადიოთეატრი!

სტუმრები: გვანცა ფიფია – სცენარისტი; თაზო კანდელაკი – ხმის რეჟისორი;

ვახტანგ ქანთარია – ხმის რეჟისორი; მუსიკისა და არანჟირების ავტორი.

 

4) ვანო სარაჯიშვილის საიუბილეო საღამო

15 მაისს კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“ პროექტის „ოპერა შენს ქალაქში“ ფარგლებში „საქართველოს ბულბულად“ წოდებული მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის საიუბილეო საღამოზე გიწვევთ.

რესპონდენტი: ვანო გალუაშვილი – პროექტის „ოპერა შენს ქალაქში“ ხელმძღვანელი და საღამოს ორგანიზატორი

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: