1) აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა
ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება.
მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროექტების განვითარების საშუალებას იძლევა.
სწორედ ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც სულ ცოტა 1 752 მეტრი სიგრძის იქნება და „არწივის ბუდის“ დიზაინით აშენდება.
რესპონდენტი: ბაქარ ჩიტაია – აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) როკ-ენ-როლის 81 წლის დედოფალი
თუ როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლია მისი კინოპარტნიორი ენ მარგრეტი მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ელვისის ქალ ვერსიად აღიქმებოდა, რომელმაც სამოცწლიანი კარიერის შემდეგ გადაწყვიტა როკ-ენ-როლის ნამდვილი დედოფალი გახდეს.
წარმოშობით შვედი, ამერიკელი მსახიობის, მომღერლისა და მოცეკვავის პირველი ალბომი Born to Be Wild 14 აპრილს იხილავს მზის სინათლეს.
13 აპრილს როკ-ენ-როლის მსოფლიო დღეა.
ავტორი: ელენე ტუშური
3) XVIII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი იწყება
24 აპრილიდან 10 ივნისამდე, XVIII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული და მსოფლიო სცენების რჩეული შემსრულებლები მაყურებელს მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოებს წარუდგენენ.
ექვსი განსხვავებული კონცერტი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და თელავში ჩატარდება.
სტუმრები: მანანა ხვედელიძე – მუსიკოლოგი, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი,
მარინა დარჯანია-ხომერიკი – პიანისტი, თბილისის ოპერის კონცერტმაისტერი, გამოჩენილი ქართველი ტენორის ალექსანდრე ხომერიკის მეუღლე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) სიახლეები „ნიჭიერთა ათწლედში“ და რვა წლის პიანისტი სტუდიის როიალთან
2022 წელს რვა წლის საბა ბედოშვილი კონკურს „რონდო-კლასიკის“ I პრემიის მფლობელი გახდა.
საბა აქტიურად მონაწილეობს სკოლის საჩვენებელ კონცერტებზე.
8 აპრილს კი მან წარმატებით შეასრულა ჰენდელის ფა მაჟორული კონცერტი კამერულ ორკესტრთან ერთად. კონცერტს დირიჟორობდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ ტაკიძე.
საბას პედაგოგია თეონა კინწურაშვილი, რომელიც თითქმის 30 წელია სკოლაში მუშაობს და მის აღსაზრდელებს შორის, საქართველოში, თუ უცხოეთში მოღვაწე ბევრი მუსიკოსია.
ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.
სტუმრები: თეონა კინწურაშვილი – ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგი,
საბა ბედოშვილი „ნიჭიერთა ათწლედის“ აღსაზრდელი (რვა წლის)
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
5) ლუარსაბ ბოცვაძე – ევროპულად მოაზროვნე პატრიოტი
საყოველთაო, სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისთვის!
მშობლიური ენის უპირატესობა და უცხო ენების შესწავლის აუცილებლობა დასავლურ განათლებასა და კულტურასთან ზიარებისთვის!
გენდერული თანასწორობის პრინციპი განათლებაში, სამშობლოსა და შრომისმოყვარე ადამიანების აღზრდა!
ლუარსაბ ბოცვაძე – ევროპულად მოაზროვნე პედაგოგი, პუბლიცისტი და მეცნიერი. 350-მდე პედაგოგიური ნაშრომისა და სტატიის ავტორი.
რესპონდენტი: მაკა ბოცვაძე – ჟურნალისტი, ლუარსაბ ბოცვაძის შვილიშვილი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: