პიკის საათი - 13.03.2024
პიკის საათი - 13.03.2024

1) „სოკოტრა“ – დოკუმენტური ფილმის  ჩვენება

„ეს არის სამოგზაურო ფილმი იმაზე, თუ როგორი აღქმა უნდა ჰქონდეს ნამდვილ მოგზაურს როდესაც დედამიწის ხელთუქმნელ ადგილებს სტუმრობს“

სტუმარი: ქეთევან ანთაძე – მოგზაური, ფილმის ავტორი.

 

2) Artificial Eye – უსინათლოებისთვის აუდიო გახმოვანებით

„წიგნში ავტორი მოგვითხრობს ამბავზე,რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა, ან იქნებ არც მოხდა, მაგრამ აუცილებლად იქნებოდა ვიღაც, ვინც ის მოიგონა და შემდეგ სხვებსაც უამბო“.

ეს არის ამბავი ჰუმანურობაზე, სიკეთეზე, რწმენასა და იმედზე – როგორც ცხოვრების მთავარ აზრსა და საწყისზე.

ღონისძიების მიზანია უსინათლოებისთვის და მცირე მხედველებისთვის ადაპტირებული „პროდუქტის“, მეტი ხელმისაწვდომოობის და შესაძლებლობის შექმნა.

სტუმარი: სტანისლავ ციბულსკი – „მედია პოზიტივის“ წარმომადგენელი.

რესპონდენტი: ქეთვან ზაალიშვილი – წიგნის ავტორი.

 

3) ემოციური კავშირის დამყარება მომხმარებელთან ციფრულ ეპოქაში

რატომ ვყიდულობთ იმას, რაც არ გვჭირდება, ან იმას, რაც ვიცით, რომ სასარგებლო არ არის? პასუხი – ემოცია.

სტუმარი: ვლადიმერ ბოცვაძე – მრჩეველთა საბჭოს წევრი აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში.

 

4) მერი დავითაშვილი – 100

„გავაკეთეთ დასავლური მუსიკისა და მერი დავითაშვილის მუსიკის შერწყმა, ძალიან კარგი კომპოზიციები გამოვიდა“.

„მერი დავითაშვილის გენიალურობა მდგომარეობს იმ სიმარტივეში, რომელიც ახლავს მის მუსიკას“.

23 მარტიდან, რანინას VII სეზონი იწყება!

სტუმარი: ბუკა კარტოზია – მუსიკალური პროდიუსერი.

 

5) „გზები, რომლებიც იკვეთებიან“ 

ახალგაზრდა ხელოვანის, სალომე დევაძის, პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში. გამოფენა ხელოვანის ბოლო პერიოდის ნამუშევრებს წარმოადგენს, ე.წ. ნიუ-იორკის სერიას, რომელიც მან 2022-2023 წლებში ამერიკაში, პრატის უნივერსიტეტში სწავლისას შექმნა.

გამოფენა ეფუძნება სალომე დევაძის საბაკალავრო თეზისს, რომელზე მუშაობაც მან ამერიკაში დაიწყო და საქართველოში განავითარა. თანაკვეთილი გზები ავტორის ორ ქვეყანაში მიღებულ განსხვავებულ გამოცდილებებსა და რამდენიმეწლიან შემოქმედებით კვლევას ეფუძნება.

სტუმარი: სალომე დევაძე – მხატვარი, მარიამ შერგელაშვილი – გამოფენის კურატორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: