პიკის საათი - „12 პაემანი“ - მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ალტერნატიული სახელოვნებო სივრცე #12-ის ეზო, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ახალი წარმოდგენა შედგა სახელწოდებით „12 პაემანი“.
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი დავით მაზიაშვილის იდეით განხორციელდა. პროექტში „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის გარდა ბალეტის მიწვეული მსახიობები მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე და ქეთევან მუხაშავრია მონაწილეობენ.
სტუმრები: მარიამ ალექსიძე – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი,
დავით მაზიაშვილი – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი,
მარინა ალექსიძე – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის პედაგოგ-რეპეტიტორი; საქართველოს დამსახურებული არტისტი.
მსმენელს ბოდიშს ვუხდით ჩანაწერი 01:39-დან 02.30-მდე მონაკვეთში ტექნიკური წუნისათვის.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: