1) არული კუდიანებსა „ჭიაკოკონა“ ( ჭიაკოკოლა)
წინარე ქრისტიანული ხანის რიტუალური ხასიათის დღესასწაული, რომელიც მთელ საქართველოში ვნების კვირაში, ძირითადად დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს აღინიშნებოდა.
რესპონდენტები: ნინო გვამბერაძე, ქეთი ფშაველაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, მარიამ წიკლაური.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა
პირველი არხი-ტელესკოლა მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის მეორე სეზონს წარმართავს.
V-VI კლასის მოსწავლეებს ყოველ შაბათს, 19:00-დან 20:00-მდე, საშუალება ექნებათ ჩაერთონ იმ კონკრეტული კვირის (და პარალელურად საერთო, ჯამური რეიტინგის) ოლიმპიადაში.
ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება.
ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე მიმდინარეობს.
სტუმრები: ტელესკოლის გენერალური პროდიუსერი თამარ ციციშვილი და მათემატიკის მასწავლებელი კოტე კუპატაძე.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
3) ზურაბ ანჯაფარიძე – 95
12 აპრილი ქართველი საოპერო მომღერლის (დრამატული ტენორი) დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
სტუმრები: მარინა მაჭავარიანი – ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლე,
მარიამ და ლიზი ანჯაფარიძეები – ზურაბ ანჯაფარიძის შვილიშვილები.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) „ზამთარი? გაზაფხული? ვინ იცის?“ – იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტი ხედი – მაიკლ კენა
მაიკლ კენა იაპონიას 1987 წლიდან იღებს – იმ დროიდან, რაც პირველად იმოგზაურა ამომავალი მზის ქვეყანაში. მას შემდეგ იაპონიაში რეგულარულად ბრუნდება და მისი სამუშაო ვიზიტები მედიტაციურ, თითქმის პილიგრიმულ გამოცდილებაში გადაიზარდა.
პოეზიის გარეშე მაიკლ კენას ფოტოგრაფიაზე საუბარი შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია. და რაც მთავარია – უსარგებლოა, რადგან კენას თითოეული ფოტო ვიზუალური ლექსია. იაპონიაზე საუბრისას კი, ლექსი ჰაიკუა. კენას იაპონურ ფოტო სერიებს, ერთი შეხედვით, ჰაიკუს „ბუნება“ აქვს.
იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტი პეიზაჟის გარდა, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მაიკლ კენას მიერ საქართველოში – თბილისში, ანანურში, მუხათწყაროში, ყაზბეგსა და ბათუმში – 2008 წელს გადაღებული ფოტოების კოლექციაც იქნება ნაჩვენები.
გამოფენა „ზამთარი? გაზაფხული? ვინ იცის? | იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტი ხედი“ თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში 11 აპრილიდან 11 ივნისამდე გასტანს.
რესპონდენტი: ნესტან ნიჟარაძე – თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი.
ავტორი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: