პიკის საათი - 12.01.2023
პიკის საათი - 12.01.2023

1) „მადლიერების გამოფენა“ – მედეა კეიდიას ანგელოზები

მისი შემოქმედება ახლოსაა სამყაროში ადამიანის არსებობის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორთან – სულის პირველადობასთან.

მედეა კეიდიას შემოქმედების უმთავრესი ნიშანი ისაა, თუ როგორ ასახავს სულის პირველადობას საკუთარ ნამუშევრებში. ზოგჯერ თვითონაც უჭირს განმარტოს, რას და რატომ ქმნის, რა ბადებს მასში იმპულსს იმუშაოს და ტილოზე, მუყაოსა და ქაღალდზე დააფიქსიროს საკუთარი ხედვა, შეგრძნებები, სურვილები, გრძნობები და განწყობა.

მისი სამყარო ისეთივე ნათელია, როგორც ანგელოზები, რომლებსაც ხატავს.

რესპონდენტი: მედეა კეიდია – მხატვარი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) გოდე გორგილაძის სადებიუტო წიგნი

მონოპოლიის პრინციპზე აგებული თხრობა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკებამდეც კი მიდის, ერთი უწყინარი წინადადებით დაიწყო – „სარეცხის გაფენა არ დაგავიწყდეს!“

– როგორი „ცხოვრების აწყობას“ შეიძლება შეგპირდეს ტაქსის მძღოლი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე?

– როგორ უნდა ვებრძოლოთ არაქნოფობიას?

– როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეზობელს, რომელიც ხმაურის გამო მუდმივად, და ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ გვიჩივის?

„რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალგაზრდა ავტორის, გოდე გორგილაძის პირველი წიგნია. შვიდი მოთხრობისგან შემდგარი კრებული ჩვენს ყოველდღიურობაზეც გვიყვება და იმაზეც, რაც ხელიდან გვისხლტება.

სტუმარი: გოდე გორგილაძე – მწერალი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) #ვივეკანანდა 160 – სიმშვიდის ძალა და ხელოვნება

1863 წლის 12 იანვარს ინდოელი მოაზროვნე, ჰუმანისტი, რელიგიის რეფორმატორი და საზოგადო მოღვაწე სვამი ვივეკანანდა დაიბადა.

„ამერიკელო დებო და ძმებო!“, – 1893 წლის 11 სექტემბერს გაჟღერებულმა ამ სიტყვებმა შეცვალა არამხოლოდ ინდუიზმისა და ინდოეთის ბედი, სამუდამოდ დატოვა სვამი ვივეკანანდას სახელი დასავლურ ცნობიერებაში, სახელი „ორატორისა, ღმერთის უფლებებით“.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) „ხილვის მაძიებელი“

ირაკლი ბუგიანის პერსონალური გამოფენა. ნამუშევრები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მდინარე რაინის შთაგონებით, პანდემიისა და ომის გავლენით შეიქმნა.

რესპონდენტი: ირაკლი ბუგიანი – მხატვარი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

5) „ბუტე-ბუტე გაგებუტე“ – დილა პრემიერის შემდეგ

„თეატრს ვოდევილი ისე უხდება, როგორც ლამაზ ქალს ლამაზი სამოსი“, – ციცინო კობიაშვილი.

პანდემიის პერიოდში „ვეფხისტყაოსნის“ ხმამაღლა კითხვა ფიზიკური და სულიერი გადარჩენის მიზნით დაიწყო. ეს პროცესი კი ბიძგად იქცა იმ ვოდევილისთვის, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 2023 წლის 11 იანვარს შედგა.

სტუმარი: ციცინო კობიაშვილი – რეჟისორი.

ვოდევილის კომპოზიტორია მიხეილ მდინარაძე. ჩანაწერი სპექტაკლის მთავარი მუსიკალური თემით სრულდება.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსი 2023

2023 წლის 12 იანვარს „ქართველ სომეხთა კავშირი“ სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 99-ე წელს ტრადიციული საკონკურსო გამოფენით ხვდება. საღამო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, საქართველოში სომხეთის საელჩოს და სერგო ფარაჯანოვის სახელობის, ასევე თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართება.

რესპონდენტი: მარიამ არაქელოვა – ქართველ-სომეხთა კავშირის თავმჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: