პიკის საათი - 11.12.2023
პიკის საათი - 11.12.2023

1) ტარიელ ხარხელაური – 78   

 

2) რადიოგიდი მირზაანში 

ამ სივრცეში ნახავთ უდიდესი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის მამაპაპისეულ ქვითკირის სახლს, რომელიც დისთვის ააშენა, მის ფერწერულ ტილოებს და ფარდაგების კოლექციას.

რესპონდენტი: სოფიკო ხელაშვილი – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის გიდი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) პრემიერა – სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმი „განწყობა“

სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმი მსოფლიო მნიშვნელობის, ქართველი ფსიქოლოგის – დიმიტრი უზნაძის შესახებ.

პრემიერა საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში.

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და კომპანია ABC Film Studio-ს ერთობლივი ნამუშევარი.

სტუმრები: მანანა ხიდაშელი – ფილმის სცენარის ავტორი; ნინო ჩუტკერაშვილი – ფილმის პროდიუსერი.

 

4) 2024 წელი ფენ-შუის მიხედვით 

როგორი იქნება ხის დრაკონის წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით?

როდის ავაწყოთ ნაძვის ხე?

რა ფერის სამოსით შევხვდეთ ახალ წელს?

სტუმარი: თიკა ქოქაშვილი – ფენ-შუის სპეციალისტი.

 

5) ქართველი მეცნიერი ანტარქტიდაზე

„ანტარქტიდის კონტინენტი არის საოცნებო კონტინენტი ყველა მეცნიერისთვის, ბევრი ცდილობდა და არ გამოუვიდა. მოხდა ისე, რომ ყველა ეტაპი გავიარე და ამდენი წლის შემდეგ აღმოვჩნდი ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში“, – ლევან ტიელიძე.

რესპონდენტი: ლევან ტიელიძე – გეოგრაფიის დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: