პიკის საათი - 11.10.2022
პიკის საათი - 11.10.2022

1) ჟირაფი ჟოზე და სახალხო ანიმაციური მიუზიკლი

პატარების საყვარელი მეგობრის ჟირაფი ჟოზეს შექმნის ისტორია, პლატფორმის მიზანი და პირველი სახალხო  ანიმაციური მიუზიკლი.

რესპონდენტი: გიორგი მარშანია – სტუდია „ველოსიპედის“ დამფუძნებელი, პროექტ „ჟირაფი ჟოზეს“ ავტორი, რეჟისორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) საკუთარი ცხოვრების ეთნოგრაფი

ფრანგ მწერალს ანი ერნოს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იმ სიმამაცისა და ობიექტურობისთვის გადაეცა, რომლის საშუალებითაც პირადი მეხსიერების ფესვებს აშიშვლებს.

ანი ერნო – საფრანგეთისთვის კარგად ნაცნობი ავტორი, რომელსაც ფართო საზოგადოება ახლა ეცნობა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ჯანსაღი ცხოვრების წესი

სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ცხოვრების ჯანსაღი წესი კი, უპირველეს ყოვლისა არის ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან.

ჯანსაღ კვებაზე და ფიზიკური აქტივობაზე ზრუნვა დაბადებისთანავეა აუცილებელი. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია არა მარტო წონის კორექციისთვის, არამედ ჯანსაღი, ჯანმრთელი ორგანიზმისთვის.

რესპონდენტი: ქეთი ხითარიშვილი – ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) სულხან ნასიძის საიუბილეო საღამო

21 ოქტომბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ნასიძის საიუბილეო საღამო -95 გაიმართება.

საღამოში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე.

ფოიეში განთავსდება კომპოზიტორის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. საღამოს მსვლელობისას ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი იუბილარზე.

საგანგებოდ, ამ პროექტისთვის წარმოდგენილი იქნება აუდიოდისკი და უნიკალური შინაარსის წიგნი, რომელშიც შევიდა თავად კომპოზიტორის სხვადასხვა წლებში შექმილი წერილები არა მარტო საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ ღრმა პროფესიული ანალიზის მქონე შეფასებები ქართული საკომპოზიციო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე.

სტუმრები: მანანა ხვედელიძე – „არტ +“-ის თავმჯდომარე მუსიკოლოგი,

თამარ ქერეჭაშვილი – „იუნივერსარტოფჯორჯია“ დირექტორი, მუსიკოლოგი.

 

5) ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT)

15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს 25-წლიანი გამოცდილებითა და მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, რაც მსოფლიოში წამყვანი ხელოვანების დადგმებს, ვორქშოფებს, ლექციებს და მასტერკლასებს აერთიანებს.

სატელეფონო ჩართვა: ქეთი დოლიძე – რეჟისორი; ფესტივალის დამფუძნებელი

 

6) 304-ე აუდიტორია – სიდნეის უნივერსიტეტი

„ვარსკვლავები იცვლება, გონება კი იგივე რჩება“, – ასეთია 170-წლიანი ტრადიციის მქონე სიდნეის უნივერსიტეტის დევიზი.

1848 წელს კემბრიჯის კურსდამთავრებულმა, უილიამ უენტვორტმა ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ჩარლზ ნიკოლსონთან ერთად სიდნეის კოლეჯის გაფართოების და უნივერსიტეტად გარდაქმნის გეგმა წარადგინა და 1852 წლის 11 ოქტომბერს დღევანდელი სიდნეის გრამატიკის სკოლის შენობაში უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა.

ავტორი: ელენე ტუშური

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: