1) გალილეველი მეთევზე
წიგნი მოგვითხრობს ქრისტეს მოციქულთა თავის – წმინდა პეტრე მოციქულისა და ქრისტეს 12 მოწაფის, ცხოვრების, მისიონერული მოღვაწეობისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ.
რესპონდენტი: ნოდარ მაჭარაშვილი – მწერალი.
2) მსოფლიო მოსახლეობის დღე
- მსოფლიოს მოსახლეობის დინამიკა და გეოგრაფიული განსხვავებები;
- საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ბოლო წლებში;
- საქართველოს დემოგრაფიული პროგნოზი;
- დემოგრაფიული საფრთხეები და გადაჭრის გზები.
სტუმარი: იოსებ არჩვაძე – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი; დემოგრაფიის ექსპერტი.
3) დიტრიხას საქსოფონის ფილოსოფია
„როგორც წესი საქსოფონი არის ყველაზე ახლოს ადამიანის ხმასთან. საქსოფონს შეუძლია გამოხატოს შენი ემოციური მდგომარეობა, რაც იმ მომენტში გაქვს. სწორედ ამიტომ ერთი და იგივე კომპოზიცია განსხვავებულად ჟღერს ყოველ ჯერზე“.
სტუმარი: დიმიტრი ლეკვეიშვილი – საქსოფონისტი.
4) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024 – ნანა მარღანია
„21-ე საუკუნის მასწავლებლის კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებსა და გამოწვევებს. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, ის მოდერატორია, მენტორი და ინოვატორი. მასწავლებელი მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის, მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და ნერგავდეს ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. მან უნდა შეძლოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან და მშობლებთან, რათა შექმნას მეგობრული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო გარემო“.
სტუმარი: ნანა მარღანია – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: